Home სხვადასხვა ავსტრალიაში წყალდიდობისას დაკარგული 3 წლის გოგონა და მისი ძაღლი იპოვეს

ავსტრალიაში წყალდიდობისას დაკარგული 3 წლის გოგონა და მისი ძაღლი იპოვეს

162
SHARE

3 წლის გოგონა და მისი ძაღლი დაკარგვიდან 24 საათში იპოვეს. ისინი ძლიერმა წყალდიდობამ დასავლეთ ავსტრალიაში, საკუთარი სახლიდან გაიტაცა, წერს BBC.

გოგონა და მისი ძაღლი ხაფანგში მაშინ აღმოჩნდნენ, როცა ძლიერმა წვიმამ სახლთან მისასვლელი გზები დატბორა.

სამაშველო სამსახურმა მალევე ვერტმფრენით მათი ძებნა დაიწყო. ხუთშაბათს, შუადღით ისინი სახლიდან 3.5 კმ-ში ვერტმფრენიდან დააფიქსირეს.

როდესაც გოგონასთან მივიდნენ, ის მთლიანად ტალახით იყო დასვრილი, მაგრამ სხვა მხრივ კარგად გრძნობდა თავს.

,,მისი ძაღლი მაშინაც მის გვერდით იყო და იცავდა გოგონას”,– განაცხადა პოლიციამ.

პილბარას პოლიციის ზედამხედველმა ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელები და ძაღლი შეაქო, რომელმაც მთელი დროის განმავლობაში გოგონა მარტო არ დატოვა.

დასავლეთ ავსტრალიის რეგიონ პილბარაში ბოლო რამდენიმე დღეა ძლიერად წვიმს, რამაც წყალდიდობა და გზების ჩაკეტვა გამოიწვია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here