Home სხვადასხვა აუტიზმის მქონე ბავშვს თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება არ მისცეს!

აუტიზმის მქონე ბავშვს თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება არ მისცეს!

3128
SHARE

ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD) ხელმძღვანელმა, მარი კორკოტაძემ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდათაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.

ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!

ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დრეში არ ჩააგდონ.

მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომ გააშუქოთ ეს ამბავი”.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარს ეხმიანება. საქმე ეხება აუტიზმის მქონე ბავშვს და მის მშობელს, რომლებიც რეისზე არ დაუშვეს

აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური და ბორტზე მის ასაყვანად შესაბამისი სამედიცინო დასკვნა მოითხოვა.

როგორც აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.

“ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here