Home ორსულობა აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები ორსულებს

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები ორსულებს

1818
SHARE
არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი საიდუმლოებები, რომელიც დაგეხმარებათ  პატარას ჯანმრთელობის და ოპტიმალური ზრდა–განვითარების შენარჩუნებაში?

თუკი თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად ყურადღებით მოექცეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ცხოვრების წესს, მაშინ თქვენი ორსულობა მშვიდად ჩაივლის და პატარაც უთუოდ ჯანსაღი იქნება.

შეეცადეთ აკონტროლოთ წონა – თქვენ არ უნდა დაიკლოთ არასრულფასოვანი კვების ხარჯზე და არც ზედმეტად არ უნდა მოიმატოთ. ორსულობა არ არის საუკეთესო დრო წონაში დასაკლებად, რადგან მოხდენილი ფიგურის მისაღწევად თქვენ მოგიწევთ თქვენი მენიუს მნიშვნელოვნად შემცირება, რაც გამოიწვევს ნაყოფის არასრულფასოვან მომარაგებას საკვები ნივთიერებებით, გარდა ამისა ორსულობის დროს მნიშვნელოვნად მცირდება ორგანიზმის იმუნური რეზისტენტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომავალი დედის სხვადასხვა ვირუსებით დაავადება.

ექიმ გინეკოლოგების რეკომენდაციით ორსულობის დროს იდეალური წონის შენარჩუნების საუკეთესო მეთოდია მისი კონტროლი ორსულობამდე. თუ ორსულობის დროს თქვენ ზედმეტად იმატებთ წონაში, შეამცირეთ მაღალკალორიული და ცხიმიანი საკვების მიღება, გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა. სხეულის მასის მომატება იწვევს ჰიპერტენზიას, გესტაციურ დიაბეტს და სხვა მნიშვნელოვან გართულებებს.

თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და არ ეცადოთ დაიკლოთ წონაში საკუთარი მეთოდებით.

იმოძრავეთ მეტი – ორსულობის პერიოდში მეტნაკლებად შეზღუდულია მოძრაობა, რის გამოც მცირდება მეტაბოლიზმი, ავტომატურად იკლებს კალორიების წვა, რაც თავის მხრივ იწვევს წონაში მატებას. ექიმი გინეკოლოგები თვლიან, რომ გონიერების ფარგლებში ფიზიკური აქტივობა არამცთუ დასაშვებია, არამედ სავალდებულოცაა ორსულობის დროს და დადებით გავლენას ახდენს, როგორც დედის ასევე ბავშვის გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
თუკი კონკრეტული უკუჩვენება არ არსებობს, აუცილებელია მარტივი კომპლექსური ვარჯიშების ყოველდღიური შესრულება, მაგალითად, გაჭიმვის ვარჯიშები, სეირნობა სუფთა ჰაერზე, თქვენ შეგიძლიათ იაროთ სპეციალურად ორსულთათვის განკუთვნილ კურსებზე, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის უკუნაჩვენები არ არის (ცურვა, ცეკვა,იოგა)
არ გადაიტვირთოთ – გადატვირთვამ შესაძლოა მთელი როგორ პრობლემები გამოიწვიოს, სისხლდენა, ნაყოფის მოშორება ან საშვილოსნოსშიდა განვითარების შენელება, წონის დეფიციტი, გადატვირთვა ზიანს აყენებს, როგორც დედის ასევე ნაყოფის ჯანმრთელობას.
თუ ორსული ქალი განიცდის მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა და ექიმის კონსულტაცია. ჭარბი ფიზიკური დატვირთვის გარდა ორსულობის პერიოდში მომავალმა დედამ აუცილებლად თავი უნდა აარიდოს ფსიქოლოგიურ გამოფიტვას, ფსიქოლოგიური დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ კარგად დაისვენოთ, იყავით ნაკლებად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა – თერაპევტების თქმით, წყნარი და ხალისიანი  განწყობა ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარია, და პირიქით, თუკი მომავალი დედა ხშირად შფოთავს და ნერვიულობს, მას აუცილებლად ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები და საფრთხეს უქმნის ნაყოფის კეთილდღეობას.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მაქსიმალური დრო და ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს ორსულობის პერიოდში, შეინარჩუნეთ დადებითი ემოციები და განწყობა, გახსოვდეთ, თქვენ პატარას ელოდებით, რომლის ჯანმრთელობისათვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას – თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება ორსულობის პერიოდში სასტიკად აკრძალულია . თამბაქოს კვამლი და ნიკოტინი, იწვევს ფილტვის უკმარისობას, ასფიქსიას როგორც ნაყოფის, ასევე დედის სასუნთქ სისტემაში. ასფიქსიის გამო ვითარდება წონის დეფიციტი, ნაადრევი მშობიარობა და სხვა არასასურველი გართულებები. რაც შეეხება ალკოჰოლს, იგი იწვევს ნაყოფის განვითარების შეფერხებას, ეთილის სპირტი უარყოფითად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, იწვევს ცნს–ის ანომალიებს და ფიზიკურ დეფექტებს.
თუ ქალი მოიხმარს თამბაქოს ან ალკოჰოლს, აუცილებელია ორსულობის დროს  მაქსიმალურად შეიკავოს თავი ამ მავნე ჩვევებისაგან ორსულობის დროს. ორსულობის დროს სასურველია თავი შეიკავოთ ჩაის და ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებისაგან, რადგან ამ უკანასკნელის დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

მიიღეთ მეტი ბოსტნეული და ხილი ყაბზობის პროფილაქტიკისთვის  –დილატირებული საშვილოსნო აწვება მუცლის წინა კედელს და ნაწლავს, რასაც შეიძლება მოყვეს ყაბზობა. ყაბზობა, ზემოაღნიშნული ცვლილების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა და ცხოვრების წესის აქტივობის შემცირებამ.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული ბოსტნეულის, ხილისა და წყლის კონტროლი, გარდა ამისა, აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. თუ თქვენ გაქვთ ყაბზობის მძიმე ფორმა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, იმისათვის რომ ჩაიტაროთ საჭირო მკურნალობა.

ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი – ორსულობის მე–4 და მე–5 თვეზე სასურველია გადახედოთ თქვენს გარდერობს. შეარჩიეთ სპეციალური სამოსი ორსულებისათვის, არ ატაროთ ვიწრო სამოსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და შეზღუდოს მოძრაობა.
ორსულობის დროს იმატებს ოფლიანობა, შეეცადეთ აირჩიოთ ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული შეკერილი ტანსაცმელი, შეარჩიეთ ბამბისაგან დამზადებული საცვლები, ეცადეთ თავს გრძნობდეთ კომფორტულად, ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
წაიკითხეთ წიგნები ორსულობისა და ბავშვის აღზრდის შესახებბ. დედობა მარტივი არ არის, თქვენ ბავშვს ელოდებით, ღელავთ. პირველი შვილის შემთხვევაში, თქვენ უფრო დაბნეულად გრძნობთ  თავს და უფრო განიცდით, რადგან საკმარისი გამოცდილება არ გაგაჩნიათ.

წაიკითხეთ თემატური წიგნები და ჟურნალები ორსულობაზე, ეს დაგეხმარებათ დაგეგმოთ პირველი თვეები და დამშვიდდეთ.

რეგულარულად გაიარეთ შემოწმება  – ორსულობის დროს ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ექიმთან რეგულარული შემოწმებების გავლა. აუცილებლად ადევნეთ თვალყური ნაყოფის განვითარებას, თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ მისი და თქვენი ჯანმრთელობა ყველა ეტაპზე.აუცილებლად ჩაინიშნეთ ყველა კითხვა, რაც გაგიჩნდებათ ორსულობასთან და ნაყოფთან დაკავშირებით, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ შეკითხვებზე პასუხი რეგულარული შემოწმების დროს.

დაიცავით ძილის და დასვენების რეჟიმი  – უძილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სახის კანის ფერზე. შეინარჩუნეთ დღეღამის ნორმალური რითმი და ეცადეთ კარგად გამოიძინოთ. გამოიძინეთ კარგად, ნუ იჯდებით ტელევიზორთან გვიანობამდე, სწორად იკვებეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თვალყური ადევნეთ ნაყოფის მოძრაობას  –  ნაყოფის მოძრაობა იგრძნობა ორსულობის მე–18 კვირიდან, მოძრაობა ნაყოფის ნორმალური განვითარების ნიშანია. ნაყოფი ყველაზე აქტიურია 28-ე კვირიდან  38–ე კვირაზე. მთლიანობაში ნაყოფის აქტივობის ნორმალური დონეა საათში სამჯერადი, ხოლო  თორმეტ საათში 30-40 ჯერადი აქტივობა. თუ თქვენ თვლით, რომ პატარა განსაკუთრებულად აქტიურად მოძრაობს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კანის მოვლა   – ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ შეიძლება შეგეცვალოთ კანის შეფერილობა, გაგიჩნდეთ პიგმენტაცია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს
Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here