„აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება“ – ბლიცინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

    177
    SHARE

    Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეა.

    1. ცხოვრება არის… საინტერესო გაუგებრობა.

    2. ხვალინდელი დღე… სიკვდილის პოტენციური თარიღი;

    3. სამშობლო… ადგილი, სადაც საკუთარ თავს შევხვდი პირველად, როგორც ადამიანს;

    4. დამოკიდებული ვარ… შიშებზე;

    5. ვკარგავ… მოსვენებას;

    6. მენატრება… სიმშვიდე;

    7. თუ ვიქნებოდი პატიმარი… მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის;

    8. მეგობარია, ის ვინც… გიძლებს;

    9. ბავშვობაში მინდოდა… საღეჭი რეზინა, კოსმონავტობა;

    10. ერთი დღით ვიქნებოდი… მილიარდელი;

    11. ლიტერატურა ჩემთვის… გამოცდილების გააზრება…ემოციურის და გონისმიერის;

    12. მოდა… კომფორტი;

    13. ვკითხულობ… სპორტის ამბებს;

    14. პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ… ჰეკლბერი ფინი;

    15. ამქვეყნად მოვდივართ იმისათვის, რომ… არ ვიცი. ვიცი, რომ მოსვლის მერე გვემყარება მოქმედების გარდაუვლობა – „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“;

    16. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ… ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება;

    17. ჰობი… ფეხბურთი;

    18. სიყვარული… მთავარი გამოწვევა;

    19. მარცხი…წარმატება… ბანალური ყოველდღიურობა;

    20. როცა ცუდ განწყობაზე ვარ… ვცურავ;

    21. ღმერთის ჩემეული აღქმა… ღმერთი – მარადიული ძებნის წერტილი;

    22. ქალს ალამაზებს… ძალა;

    23. ბედისწერა… თავის მოტყუება;

    24. ოდესღაც აღმოაჩენთ… სიკვდილს.

    წყარო: moms.ge

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here