Home სხვადასხვა არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების რამდენ შემთხვევაზე დაიწო 2017 წელს გამოძიება?

არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების რამდენ შემთხვევაზე დაიწო 2017 წელს გამოძიება?

564
SHARE

სახალხო დამცველმა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს. 

“ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დროული გამოვლენის, პრევენციისა და
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ეფექტიანი სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების
კუთხითაც. განსაკუთრებით პრობლემურია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის არასათანადოდ წარმართვა და საგანმანათლებლო სივრცეში
მათი დროული ინტეგრაციის შეფერხება.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და
სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, სახელმწიფო
ნაკისრ ვალდებულებებს ამ ეტაპამდე არასათანადოდ ასრულებს. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი
ეროვნული სისტემა და მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები.

სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების ფარგლებში იკვეთება, რომ დროულად ვერ
ვლინდება სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტები, ხოლო მათი გამოვლენის შემდგომ
ფერხდება დაზარალებულებისათვის ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისების დროული
მიწოდება. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპამდე არ აქვს დროული და
ეფექტიანი მექანიზმი არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვისა და ტრეფიკინგის
სავარაუდო შემთხვევების გამოსავლენად და მათზე რეაგირებისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს გამოძიება დაიწყო
არასრულწლოვნის გაუპატიურების 17 შემთხვევასა და გარყვნილი ქმედების 173 საქმეზე.
2017 წელს, საერთო ჯამში, გამოძიება დაიწყო არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ 243 საქმეზე.
.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური თავისუფლებისა
და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და ძალადობის შემთხვევების
რაოდენობა საკმაოდ მაღალია, არაპროპორციულად მცირეა და საჭიროებებზე ნაკლებად
ორიენტირებული, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონებში დაზარალებულ
ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგთა რიცხვი; უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული მასშტაბით,
სააგენტოს წარმომადგენლობებს ჰყავს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი, რომლის ფუნქციებში ასევე
შედის სახელმწიფო სერვისებში ჩართული ბენეფიციარების მომსახურება. აღნიშნულ
პრობლემაზე საქართველოს სახალხო დამცველი 2015-2016 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც მიუთითებდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების  დახმარებისათვის საჭირო სერვისების განვითარება ამ ეტაპამდე მიუღწეველია” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here