Home სხვადასხვა „ანიტა ყველამ გაწირა!“ – ანიტა ფაცაციას მამა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ანიტა ყველამ გაწირა!“ – ანიტა ფაცაციას მამა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

68
SHARE

2 წლის ანიტა ფაცაციას მამა, გიორგი ფაცაცია შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა გამოუვალია.

„მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა, არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი.

არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი, ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?

სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!

“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!“ – წერს გიორგი ფაცაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 წლის გოგონას ოჯახი ავსტრიიდან ბელარუსში გასამგზავრებლად ემზადებოდა, სადაც ანიტა ფაცაციას გულის ტრანსპლანტაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა, ავსტრიის და იტალიის მსგავსად, ვერც ბელარუსმა აიღო.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here