Home სხვადასხვა 26 მაისის ღონისძიებაზე მიმავალმა ჯარისკაცებმა ბავშვები სიკვდილისგან იხსნეს

26 მაისის ღონისძიებაზე მიმავალმა ჯარისკაცებმა ბავშვები სიკვდილისგან იხსნეს

348
SHARE

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანება, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა თუმცა, სამმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ოთახში შეაღწია და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა.
მაღალი დაკვამლიანების შედეგად, სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა “რუსთავში” შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკა “რუსთავის” გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მორიგე ექიმმა მანანა გაბაშვილმა განაცხადა, რომ: “კლინიკაში შემოყვანილია ორი ჯარისკაცი. შემოყვანისას ორივე უჩიოდა თავბრუსხვევას, ყლაპვისა და სუნთვის გაძნელებას. გაიარეს ტოკსიკოლოგის კონსულტაცია. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, მიმდინარეობს დაკვირვება”.

“ინფო რუსთავმა” სამხედროების ვინაობა გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი მუსელიანია. აღსანიშნავია რომ ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დილის საათებში გაჩნდა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here