აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ.
ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, – წერია პოსტში.
