51-ე სკოლის მოსწავლეების დაპირისპირების მიზეზი ცნობილია…

    370
    SHARE

    51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, მეთორმეტე კლასელების ვიდეოს უკავშირდება, რომელშიც ე.წ. ქურდული სამყაროა გაშარჟებული.

    „51-ე სკოლის ჰიმნი“ – ამ სათაურით ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვიდეორგოლში მონაწილეობს კლასის პედაგოგიც.

    გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.ნაწილი დამამთავრებელი კლასის ბოლო ზარისთვის შექმნილ ვიდეორგოლს აკრიტიკებდა. მოგვიანებით, ეს მუსიკალური ჩანაწერი youtube-ზე ვიდეორგოლის ავტორმა წაშალა და მედიასაშუალებებსაც მოუწოდა, გავრცელებული კადრები მათაც წაეშალათ. თუმცა გარკვეული სააგენტოების ვებგვერდებზე ვიდეო ისევ დევს.

    მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, სწორედ ამ ვიდეორგოლის სოციალური ქელიდან წაშლამ გამოიწვია.

    ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. დაპირისპირებაში ათეულობით არასრულწლოვანი მონაწილეობდა, თუმცა ჩხუბი, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მსუბუქად დაშავებულია მხოლოდ ერთი ახალგაზრდა.

    პოლიცია ინციდენტის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here