რომელ პოლიტიკოსებს მოანათვლინეს ვაჟი სოფო ბედიამ და მიშა მესხმა

    370
    SHARE

    სოფო ბედიამ და მიშა მესხმა 18 მაისს ვაჟი მონათლეს. პატარა ანდრია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მამა შალვა კეკელიამ მონათლა. მამა შალვა სოფოს და მიშას მოძღვარია, წყვილს ჯვარი მან დაწერა. ბავშვს შვიდი ნათლია ჰყავს – ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, დავით ფაცაცია, ირაკლი ქუთათელაძე, გურამ ყოჩიაშვილი, მაიკო ჩხეტიანი და თიკა შერაზადაშვილი. 

    „მამა შალვამ როგორც კი მირონი აცხო, ანდრია გაჩუმდა, აღარ უტირია. მთელი ღამე გემრიელად ეძინა.  რესტორანშიც პატივი გვცა, გამოიძინა, არ უტირია“ – „პრაიმტაიმს“ განუცხადა სოფომ.

    ნათლობის შემდეგ სტუმრებმა რესტორანში გადაინაცვლეს.  150 სტუმრიან ნათლობას სხვა ცნობილ სახეებთან ერთად ესწრებოდნენ – მერაბ სეფაშვილი, სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა… მომღერლების გარდა, ნათლობის საღამოზე იმღერეს პატარა ანდიას არა მომღერალმა ნათლიებმაც, მათ შორის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მეუღლესთან ერთად. „თქვენ იცით, ბექა ქალაქელი, კოლორიტი ბიჭია და მაკუნასთან ერთად იმღერა. როდესაც ბექა კრწანისში კენჭს იყრიდა დეპუტატობაზე, მე და მიშამ სწორედ მაშინ, ერთად გავიცანით და იქიდან დავმეგობრდით. გვერდში ვედექით. შვილი რომ გეყოლებათ, მინდა მოგინათლოთო, გვეუბნებოდა… და ღმერთმა ისმინა ეს ყველაფერი, გაჩნდა ანდრია და დავნათესავდით“ – ამბობს სოფო.

    – მოკლედ, ანდრიას სიმღერა დაენათლა…

    სოფო ბედია: – მე ვფიქრობ, ანდრია აუცილებლად იმღერებს. მყვება და ჩემთან ერთად მღერის. თუ არ იმღერებს და მთავარია, კარგი კაცი დადგეს.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here