Home კვება ნუგზარ უბერის საჭირო რჩევები – მივცეთ თუ არა პატარას მარწყვი და რა...

ნუგზარ უბერის საჭირო რჩევები – მივცეთ თუ არა პატარას მარწყვი და რა უნდა გავითვალისწინოთ სეზონურ ხილთან დაკავშირებით

459
SHARE

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ვრცლად ისაუბრა ზაფხულის სეზონის ყველაზე აქტუალურ პრობლემზე. მათ შორის გვიპასუხა კითხვაზე, უნდა მივცეთ თუ არა პატარას ამ სეზონის ყველაზე გემრიელი და მოთხოვნადი ხილი, მარწყვი.

„ფორტუნა“გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს.

ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ.

ვაშლიატამიმსხალიქლიავიგარგარი – ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ.

თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა.

 შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას.“

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here