Home სხვადასხვა გართობა სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ დადგმულ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ დადგმულ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

90
SHARE

149-ე საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგის მაია ქსოვრელის კლასი, თამამად შეიძლება ითქვას, ნამდვილ დასად იქცა და ამჯერად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სპექტაკლი “ეზოში ავი ძაღლია” შესთავაზეს მაყურებელს, თავიანთი ვერსიით, რასაკვირველია. სპექტაკლი ჯერ სკოლის კედლებში დაიდგა, მერე კი მოხუცთა თავშესაფარში – რა თქმა უნდა, ამასაც თავისი, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მაყურებლებს შორის თავშესაფრის ბინადრებიც იყვნენ.
სოციალურ ქსელში დიდი ოვაციები დაიმსახურეს ბავშვებმა და მათმა მასწავლებელმა, რადგან სპექტაკლი ნამდვილად შედგა – საინტერესო დადგმით, ძალიან ნიჭიერი ბავშვებით, კარგი იუმორით, ლამაზი დეკორაციებით და იმ ემოციით, რაც ბავშვებმა დაუტოვეს მაყურებლებს.

ამ ვიდეოში რამდენიმე სცენაა ასახული სპექტაკლიდან, რომელიც ნამდვილად შეგიქმნით წარმოდგენას ნიჭიერ ბავშვებზე.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here