Home სიახლე გორში მოკლულ 9 წლის გოგონასთან ჩადენილს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და

გორში მოკლულ 9 წლის გოგონასთან ჩადენილს იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და

126
SHARE

გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის საქ­მის დეტალებზე პრო­კუ­რორ­მა, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და,რომ აღ­დგე­ნი­ლია იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან წაშ­ლი­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­თან ნე­ბი­ე­რი­ძის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას ადას­ტუ­რებს.
გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლი ნე­ბი­ე­რი­ძე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბამ­დე ფოტო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი წა­შა­ლა. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში ჩა­ნა­წე­რის სრუ­ლად აღ­დგე­ნა მოხ­და.

“სა­სა­მარ­თლომ გა­მო­იკ­ვლია არამ­ხო­ლოდ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, არა­მედ ფო­ტო­მა­სა­ლაც, ექპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ ბრალ­ში იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა. ეს მა­სა­ლა ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან არის აღ­დგე­ნი­ლი. ჩა­ნა­წერ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი, ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს და სა­უ­ბა­რი. ეს არის იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ის ამის გა­და­ღე­ბას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ახ­დენ­და, მაგ­რამ და­კა­ვე­ბამ­დე წა­შა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში აღ­დგა, გა­და­ღე­ბის სა­ა­თის და რი­ცხვის მი­ხედ­ვით.

ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, ხმა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ში ის­მის, ნამ­დვი­ლად იაგო ნე­ბი­ე­რი­ძი­საა”, – გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა.

“შემ­დეგ პრო­ცეს­ზე წარ­მო­ვად­გენთ დას­კვნით სი­ტყვას და სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მო­ვი­თხოვთ იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი”, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა არ მის­ცა. რო­გორც ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, მისი და­კი­თხვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა დაც­ვის მხა­რეს დღე­საც შე­ეძ­ლო, თუმ­ცა, ად­ვო­კატ­მა ნე­ბი­ე­რი­ძის და­კი­თხვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

“იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე ბრალ­დე­ბის მხა­რეს შეყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­სა­ძა­ხე­ბელ პირ­თა სი­ა­ში, თუმ­ცა, მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ ხა­სი­ა­თის არ იყო, რომ მტკი­ცე­ბი­თი ხა­სი­ა­თი მი­ნი­ჭე­ბო­და. ამი­ტომ უარი ვთქვით მისი, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მედ და­კი­თხვა­ზე. დაც­ვის მხა­რეს დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზეც ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ე­კი­თხა იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და მას სა­ა­მარ­თლოს­თვის ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა, თუმ­ცა, დაც­ვის მხა­რემ აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­ა­ყე­ნა და უარი თქვა იაგო ნე­ბი­რი­ძის და­კი­თხვა­ზე”, – გა­ნა­ცხა­და გუ­გუ­ტიშ­ვილ­მა.

შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 21 მა­ისს, 10:30 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here