Home აღზრდა რას ითხოვენ ძიძებისგან ყველაზე გავლენიანი ოჯახები და როგორ წვრთნიან მათ

რას ითხოვენ ძიძებისგან ყველაზე გავლენიანი ოჯახები და როგორ წვრთნიან მათ

169
SHARE

კარგი ძიძის მოძებნა საკმაოდ რთულია და მისი შერჩევისას ათასი რამის გადამოწმებას ცდილობ. წარმოიდგინეთ, რა მოთხოვნები აქვთ მათ შვილების მომავალი აღმზრდელების მიმართ. განსაკუთრებით, როცა საუბარი სამეფო ტახტის მემკვიდრის აღზრდას ეხება.

ამ ძიძებმა განსაკუთრებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. აი, ეს მოთხოვნები:

სპეციალური კოლეჯდამთავრებული

ქალბატონი, სამეფო ოჯახის ძიძა რომ გახდეს, მხოლოდ უმაღლესი განათლება საკმარისი არაა. მას განსაკუთრებული კოლეჯი უნდა ჰქონდეს დამთავრებული. ასეთი სპეციალური კოლეჯი ნორლანდში მდებარეობს და მასში მოხვედრა არც ისე ადვილია. მსურველს უნდა ჰქონდეს კარგი ფიზიკური ფორმა, იდეალური ბიოგრაფია და ინგლისური ენის ბრწყინვალე მცოდნე უნდა იყოს.

პრაქტიკული გამოცდილება

ყველა პოტენციური ძიძა განსაკუთრებულ მომზადებას გადის. პრაქტიკული მეცადინეობის დროს მას ჩვილ-რობოტთან უწევს მუშაობა. რომელც ძიძის ერთ არასწორ ქცევასაც კი აფიქსირებს და ქალი სამსახურის გარეშე რჩება.

ცოტათი ნინძა

ყველა ქალბატონი, ვისაც სამეფო ოჯახში ძიძად სურს მუშაობის დაწყება, თავდაცვაზე უნდა ფიქრობდეს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის და პირველ რიგში, ბავშვს დაცვა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოს.

ექსტრემალური მართვის გამოცდილება

პოტენციური სამეფო ძიძა მანქანას იდეალურად უნდა მართავდეს. მას უბრალო ბავშვი კი არა, ტახტის მემკვიდრე დაჰყავს. ერთ შეცდომაც არ ეპატიება.

კონტრაქტი მინიმუმ 18 წლით

სამეფო ოჯახი ერთ ძიძას პირველი შვილის აღსაზრდელად ქირაობს და მოგვიანებით, როცა ოჯახში კიდევ გაჩნდებიან ბავშვები, მას ყველა მომდევნო მემკვიდრეზე უწევს ზრუნვა. ამგვარად, პრინცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ოჯახში ძიძა მარია ბორარი მაშინ მივიდა, როცა წყვილის უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი 8 თვის იყო და ბორარი ახლა მომდევნო ბავშვებსაც ზრდის.

არანორმირებული გრაფიკი

ვისაც ძიძად მუშაობა აქვს გადაწყვეტილი, ისიც უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მას პირადი ცხოვრება ვერ ექნება. სამეფო ძიძას ოფიციალური გრაფიკი დილის შვიდ საათზე ეწყება და 20:30-ზე უმთავრდება. თუმცა, თუ საჭირო გახდება, მას შუაღამისასა გამოიძახებენ. ძიძა ოჯახს შვებულებისა და დასვენების დროსაც ახლავს.

საიდუმლოებების შენახვა

სამეფო ძიძას არა აქვს უფლება, სხვა ოჯახებში იმუშაოს. გარდა ამისა, მან დუმილი უნდა შეინარჩუნოს. არ გაამხილოს საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში თუ რა ხდება სამეფო ოჯახში.

 

წყარო: mshoblebi.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here