Home სხვადასხვა მოდის სახლები არასრულწლოვან მოდელებს აღარ დაიქირავებენ

მოდის სახლები არასრულწლოვან მოდელებს აღარ დაიქირავებენ

119
SHARE

ცნობილი მოდის სახლები ამიერიდან მხოლოდ სრულწლოვან (18 წლის და ზემოთ) მოდელებს დაიქირავებენ. ეს გადაწყვეტილება ფუფუნების საგნების საერთაშორისო ჯგუფმა Kering-მა მიიღო.

  ფრანგული კომპანიის საკუთრებაში ისეთი მოდის სახლებია, როგორებიცაა Gucci, Saint Laurent და Alexander McQueen.

მოდელების დასაქმების ახალი პოლიტიკა 2020-2021 შემოდგომა/ზამთრის კოლექციებისთვის ამოქმედდება.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა ჰენრი-პინომ განაცხადა:

„ჩვენი კომპანია უფრთხილდება იმ გავლენას, რაც ამ სფერომ შესაძლოა მოახდინოს ახალგაზრდა თაობებზე. გვჯერა, რომ ვალდებულები ვართ, გვქონდეს საუკეთესო პრაქტიკა ფუფუნების სექტორში და ვიმედოვნებთ ისეთი კამპანიის შექმნას, რომელიც სხვებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს.“

კომპანია Kering-ის მდგრადი განვითარების აღმასრულებელი ოფიცრის, მერი-კლერ დავოს თქმით „18 წელს გადაცილებული მოდელების ფსიქიკა და მათი ფსიოქოლოგიური სიმწიფე უფრო მეტად შეესაბამება ამ პროფესიისთვის საჭირო რიტმსა და მოთხოვნებს.“

მოდის ინდუსტრიაში ხშირად ქირაობენ არასრუწლოვან მოდელებს და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ცნობილი სუპერმოდელების დიდმა ნაწილმაც, სწორედ პატარა ასაკიდან დაიწყო მოღვაწეობა. ნაომი ქემფბელის კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, ქეით მოსი კი 14 წლიდან არის ამ ბიზნესში, ისევე როგორც ბრუკ შილდსი.

არასრულწლოვან მოდელებთან თანამშრომლობა მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც 2017 წლის ოქტომბერში, 14 წლის რუსმა მოდელმა, ვლადა ძიუბამ, შანხაის მოდი კვირეულზე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდა ამისა MeToo კამპანიის ფარლგებში, არაერთხელ გაჯღერდა ბრალდებები, მოდის ინდუსტრიაში გოგონებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here