საქართველო საშიში ქვეყნების სიაში მოხვდა – ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობას აფრთხილებს!..

    108
    SHARE

    ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობას აფრთხილებს არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, სადაც წითელას მწვავე ვირუსული დაავადება მძინვარებს. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოიხსენიება.       

    „დაავადების სიხშირე ძირითადად იმ ბავშვებშია გავრცელებული, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული (ისრაელში, 70% -ზე მეტი შემთხვევა, ბავშვებში დაფიქსირდა).

    შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი გზავნილია:

    ბავშვებში, ვაქცინაციის ძირითადი პრიორიტეტები – ყველა ბავშვი ვაქცინირდება პირველი დოზით 12 თვის ასაკში და მეორედ პირველ კლასში. ბავშვები, რომლებსაც დაბალი იმუნიტეტი აქვთ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ ვაქცინაცია.

     

    ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 85% -ზე მეტი დაცული უნდა იყვნენ წითელასგან. მხოლოდ ის პირები, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ ვაქცინა, ან წარსულში იყვნენ დაავადებულნი. ამდენად, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების საჭიროება, მათთვის არ არსებობს.

    სხვადასხა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც იმ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც წითელას ვირუსია გავრცელებული. ეს მიმართულებებია: უკრაინა, საქართველო, მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ქვეყნებში დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ ქვეყნებში არ დაგეგმონ მოგზაურობა, თუ აუცილებელ მოთხოვნას არ საჭიროებს.

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here