Home მედიცინა მოზარდი კომიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ ტრანსპლანტაციისთვის

მოზარდი კომიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც მისი ორგანოების ამოღებას აპირებდნენ ტრანსპლანტაციისთვის

210
SHARE
შემთხვევა იტალიის ქალაქ ვერონაში მოხდა გასული წლის 20 დეკემბერს: 17 წლის ლორენცო სკოლაში მიდიოდა თავისი სკუტერით, როდესაც მოულოდნელად „მერსედესი“ დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, იმდენად ძლიერად დაარტყა თავი ასფალტს, რომ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს. მოზარდი გადარჩა, მაგრამ ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმების თქმით, მისი გადარჩენის იმედი აღარ იყო და მშობლებმა მათ თავიანთი შვილის სიცოცხლისუნარიანი ორგანოების ამოღების ნებართვა მისცეს ტრანსპლანტაციისთვის.

მაგრამ შემდეგ მოხდა საოცრება, რომელსაც სამეცნიერო ახსნა არ გააჩნია: ლორენცოს აპარატურიდან გამორთვის დრო დანიშნეს, როდესაც ორგანოები უნდა ამოეღოთ, თუმცა წინა დღეს ბიჭმა გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ხელები და ფეხები აამოძრავა და ლაპარაკიც დაიწყო. დღეს კი, როგორც ვერონის გაზეთები იუწყებიან, ლორენცო ისევ დაუბრუნდა სკოლას 5-თვიანი კომის შემდეგ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here