Home სხვადასხვა ზეწარი გაშალეს, რომ ბავშვი გადაერჩინათ…

ზეწარი გაშალეს, რომ ბავშვი გადაერჩინათ…

178
SHARE

5 წლის ბიჭი, მე-13 სართულის ფანჯრიდან გადაძვრა, რაფაზე დადგა და თავს ფანჯრის ჩარჩოებზე ხელჩაკიდებული იმაგრებდა.

ინციდენტის ამსახველი ფაქტი, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, დასავლურ მედიაში გავრცელდა.

შემთხვევა ჩინეთში, სიანის ოლქში მდებარე საცხოვრებელ შენობაში მოხდა. 5 წლის ბავშვი მშობლებმა სახლში მარტო დატოვეს. ფანჯრიდან გადამძვრალი ბიჭის დასახმარებლად მეზობელი კაციც კორპუსის გარე ფასადზე აძვრა. იმავდროულად, უსაფრთხოების მიზნით, დაცვის თანამშრომლებმა და სხვა მეზობლებმა, ფანჯრის ქვემოთ, დიდი ზეწარი გაშალეს, რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში, ბავშვი გადაერჩინათ.

მეზობელმა კაცმა ბავშვის შინ შეყვანა ვერ შეძლო, თუმცა გადაწყვიტა, 39 მეტრის სიმაღლეზე ბიჭის გვერდით მდგარიყო მანამ, სანამ ადგილზე მაშველები, ან ოჯახის წევრები არ მივიდოდნენ.

15 წუთის შემდეგ, სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა და ბიჭი შინ შეიყვანა. ბაბუის თქმით, მან მეორე შვილიშვილი სკოლაში წაიყვანა, სახლში კი სხვა არავინ იყო, ამიტომ 5 წლის ბიჭს თავისი მობილური ტელეფონი სათამაშოდ დაუტოვა და დალოდება სთხოვა.

ბავშვი ინციდენტის დროს არ დაშავებულა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here