Home განათლება 2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის გუნდების შერჩევა დაიწყო

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის გუნდების შერჩევა დაიწყო

57
SHARE

განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები უკვე დაიწყო.

საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს  ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეებს მიმდინარე  წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეარჩევენ.

წელს პირველად, ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის ანალოგიურად, ფიზიკის ეროვნული ნაკრების შერჩევის დროს, თეორიულ ტურთან ერთად,  პრაქტიკული ტურიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფიზიკურ დანადგართან ემუშავათ და   ფიზიკური ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

შესარჩევი ტურების შედეგებისა და საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების მიხედვით, შედგება საქართველოს ნაკრები გუნდები და სარეზერვო შემადგენლობა. გუნდები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად გაივლიან მომზადების ეტაპსაც.

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელებს 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემათ, ვერცხლის მედლის მფლობელებს – 2000 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები, 1000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდნებიან.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here