4 წლის “სპაიდერმენი” ბიჭი მე-8 სართულიდან გადახტა – უჩვეულო ამბავი გლდანში

    241
    SHARE

    „მე თვითონ გადმოვფრინდი“, – ასე უთხრა 4 წლის ბიჭმა მის დასახმარებლად მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. გლდანში პატარა ბიჭუნა მერვე სართულიდან გადმოხტა. – ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    ამბავი რამდენიმე დღის წინ გლდანში მოხდა. ბავშვთან ერთად სახლში ბებია იმყოფებოდა. მას შვილიშვილი ოთახში ეგულებოდა, როდესაც მეზობელმა კარზე დააკაკუნა და  მომხდარის შესახებ აცნობა.

    ამის შესახებ ოჯახის ახლობლებმა გვიამბეს და ისიც დასძინეს, რომ ბავშვს შემთხვევის დროს სპაიდერმენის ფორმა ეცვა. ის, ჯერ მოზობლის ხეივანზე დაეცა და შემდეგ მიწაზე.

    „ძალიან ყურადღებიანი ბებია ჰყავს. ქალი გონს ჯერაც ვერ მოდის ამ ამბის შემდეგ. აივნის კარები დაკეტილი ჰქონდა. ბავშვი ფანჯრიდან არის გადამხტარი“, – ამბობენ მეზობლები.

    ისინი ვარაუდობენ, რომ ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა.

    ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვმა თვითონ უთხრა საკუთარი სახელი და გვარი. ჩვენი ინფორმაციით მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

    112-ში მომხდარი ინციდენტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here