Home აღზრდა ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ჩვილმა პირველი სიტყვები წარმოთქვა…

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ჩვილმა პირველი სიტყვები წარმოთქვა…

210
SHARE

1 წლის ბავშვი ძიძას იეჰოვას მოწმეთა შეხვედრაზე დაჰყავდა. ამის შესახებ გოგონას დეიდამ გვამბო.

მშობლებმა იცოდნენ, რომ ძიძა ჩვილს ვაკის პარკში ასეირნებდა… ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ჩვილმა პირველი სიტყვები წარმოთქვა.

„ჩემს დიშვილს ძიძა 6 თვიდან ავუყვანეთ, რადგან ყველა ვმუშაობთ. ძიძა ერთი შეხედვით წესიერი ადამიანი ჩანდა, ბავშვი მოვლილი გვხვდებოდა და ჩვენ მშვიდად ვუტოვებდით მას. ვიცოდით, რომ ყოველ დღე ბავშვს ვაკის პარკში ასეირნებდა. როცა 1 წლის ხდებოდა, საუბარი დაიწყო ანანომ და დედასა და მამას შემდეგ „იეჰოვას დიდებაო“ თქვა… ძიძამაც აღარ დამალა და აღიარა, რომ ის იეჰოვას მოწმეა და ხანდახან ვაკის პარკის ნაცვლად, შეკრებებზე დაჰყავდა ბავშვი. ჩვენს ოჯახს უმცირესობების მიმართ არანაირი მიუღებლობა არ აქვს, მაგრამ ნამდვილად არ მოგვეწონა პატარაზე ასეთი ზემოქმედება და დავემშიდობეთ ძიძას.

როცა ავიყვანეთ ეს ქალბატონი, სხვის რეკომენდაციას დავუჯერეთ. კარგი იქნებოდა რაიმე კავშირი რომ იყოს უტყუარი ინფორმაციებით ჩვენს მდგომარეობაში სხვა რომ არ აღმოჩნდეს. გამიგია, რომ ალკოჰოლს ასმევენ პატარებს, რათა დიდხანს იძინონ და ძიძები არ შეწუხდნენ, ვიცი, რომ ცხელ სათბურს თავქვეშ უდებენ და სხვა ათასი მეთოდი აქვთ“ – ამბობს თამარ შერვაშიძე.

სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში ბავშვთა მიმართ ძიძების არაკეთილსინდისიერი მოპყრობის  ფაქტები ხშირად ვრცელდება.

ახლა, საქართველოს პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე „ბავშვთა უფლებების კოდექსი“, სადაც ძიძების სერთიფიცირების შესახებ ჩანაწერია გააკეთებული.

„სერთიფიცირებული ძიძები ბავშთა აღზრდის საკითხებზე სოციალური მუშაკებისგან მხადაჭერას მიიღებენ. თუმცა სერთიფიცირება ნებაყოფლობითია“  – წერია კანონპროექტში.

„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, ანუ მშობელი სრულწლოვანია და მისი გადასაწყევტია, როგორ და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ბავშვის მომვლელს.

შეგახსენებთ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს პარლამენტის წევრმა სოფო კილაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ წარადგინეს.

წყარო: primetime.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here