Home განათლება მასწავლებლობის მსურველთა და პრაქტიკოს მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლობის მსურველთა და პრაქტიკოს მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო

149
SHARE

მასწავლებლობის მსურველთა და პრაქტიკოს მასწავლებელთა რეგისტრაცია დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსურველები ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge დარეგისტრირდებიან.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

პრაქტიკოს მასწავლებლებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. პედაგოგობის მსურველები კი მხოლოდ საგნის გამოცდას ჩააბარებენ.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here