Home აღზრდა რა უნდა იცოდნენ საქართველოში ძიძად მუშაობის მსურველებმა

რა უნდა იცოდნენ საქართველოში ძიძად მუშაობის მსურველებმა

44
SHARE

საქართველოში ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტშია გაკეთებული, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტში უკვე გაიმართა.

როგორც პროექტში წერია, სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება ექნება, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს. სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება.

„ბავშვის მომვლელის (ძიძა) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოუაროს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს 5 ბავშვისა) ბავშვს მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან.

ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს დებულება „ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,“-აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს ორგანიზებას.

ცნობისთვის, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს, მისი ავტორები პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის აღმზრდელების საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გასულ წელსაც შევიდა.

წინადადების ავტორი მოქალაქე მაია რობაქიძე იყო. თავად ინიციატივა კი ბავშვის აღმზრდელთა რეესტრის შექმნას გულისხმობდა. თუმცა, საკანონმდებლო წინადადება დაიწუნეს პარლამენტში და აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ბავშვთა კოდექსის“ კანონის პროექტის თაობაზე მუშაობდნენ, სადაც მათ შორის ძიძა/აღმზრდელის საკითხსაც შეიტანდნენ.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here