Home სიახლე პრინცმა ჯორჯმა მეგანისა და ჰარის შვილზე საიდუმლო გასცა

პრინცმა ჯორჯმა მეგანისა და ჰარის შვილზე საიდუმლო გასცა

382
SHARE

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საზოგადოებას ბავშვის სახელი ორი დღის წინ გააცნო.

არჩი უინძორი მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან ფსონებში, რომელთა დადებაც სამეფო ოჯახის გულშემატკივრებმა თვეების წინ დაიწყეს, არ ფიგურირებდა.

ყველა გააოცა დეტალმა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ იანვრის თვეში იწერებოდა. მაშინ, 5 წლის პრინცი ჯორჯი დასთან – პრინცესა შარლოტასთან ერთად, რამდენიმე დღით, ქეით მიდლტონის მშობლების სახლში იმყოფებოდა და სწორედ ამ პერიოდში, ერთ-ერთი გამვლელი ქალი ჯორჯს გამოელაპარაკა.

თვითმხილველი ჰყვებოდა, პრინცი თავად გაემართა ქალბატონისკენ, რომელიც ძაღლს ასეირნებდა და როდესაც უცნობმა მას სახელი ჰკითხა, ჯორჯმა საკუთარი თავი სულ სხვა სახელით მოიხსენია. „არჩის მეძახიან“ – ამგვარად უპასუხა ჯორჯმა ბრიტანელ ქალბატონს, რომელმაც რა თქმა უნდა იცნო ის.

მაშინ გამოცემები წერდა, რომ პატარა პრინცი საკუთარ სახელს უარყოფდა.

მეგან მარკლის და პრინც ჰარის ბიჭი 6 მაისს შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here