Home მედიცინა სენაკში სკოლის 20-მდე მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სენაკში სკოლის 20-მდე მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

165
SHARE

სენაკში, მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ბავშვები, რომლებიც გვერდიგვერდ საკლასო ოთახებში იყვნენ, ამბობენ, რომ იგრძნეს სუნი. ისინი საწვავის მსგავს სუნზე საუბრობენ. თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობენ. ჯერჯერობით, არ ვიცით, რას შეეძლო გამოეწვია“,- ამბობს სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here