Home მედიცინა რომელი ონკოლოგიური დაავადაბებია გახშირებული ბავშვებში

რომელი ონკოლოგიური დაავადაბებია გახშირებული ბავშვებში

103
SHARE

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ადასტურებს.

ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი – 32.

ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი – 11.

პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50 % -ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე – 17 % მოდის.

„ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო.

მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდურიჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განმარტებით, ეს მონაცემი საგანგაშო არაა და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება.

 

წყარო: „ინტერპრესნიუსს“

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here