Home აღზრდა რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვებს, მით უფრო ჭკვიანები ხდებიან ისინი

რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვებს, მით უფრო ჭკვიანები ხდებიან ისინი

179
SHARE

იმ მშობელთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც შვილებს ყოველთვის ეფერებიან?

ასე გააგრძელეთ!

ახალი კვლევები გვეუბნება, რომ განვითარების პერიოდში ბავშვებთან ფიზიკურ კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოჰაიოს ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვს, მით უკეთ ვითარდება ის გონებრივად. შედეგებმა ისიც გამოავლინა, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები შეხებაზე ნაკლებად რეაგირებენ, ვიდრე დროულად დაბადებულები. დედასთან ან საავადმყოფოს პერსონალთან მეტ კონტაქტში მყოფი ბავშვები ტვინის ბევრად უფრო აქტიური მუშაობის დემონსტრაციას ახდენდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა, ექიმმა ნატალი მეტრმა განაცხადა, ეს ადასტურებს იმას, რომ ისეთ ჩვეულებრივ ქმედებებს, როგორებიცაა შეხება ან ბავშვის ხელით რწევა, მისი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნატალი ამბობს: „დავრწმუნდით, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის აუცილებელია დადებითი, მზრუნველობითი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა დედის ნაზი შეხება, რასაც ისინი მთელი იმ პერიოდის მანძილზე განიცდიან, როცა დედის მუცელში იმყოფებიან“.

ზემოთ თქმული ყველა მოსაზრება უფლებას გვაძლევს, თამამად განვაცხადოთ, რომ ფიზიკური კონტაქტი ტვინის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ მიზეზით,მოეფერეთ თქვენ შვილებს, რაც შეიძლება ხშირად.

წყარო: marao.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here