Home სხვადასხვა შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა

718
SHARE

შინდისში 5 მოზარდი ავარიაში მოჰყვა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ავტომანქანა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ორ ახალგაზრდას მოტეხილობები აღენიშნება.
ერთს ლავიწის ძვალი, ხოლო მეორეს ქვედა კიდური აქვს მოტეხილი.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო:  imedinews.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here