“სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ მოუტეხავთ კიდურები” – მშობლები დახმარებას ითხოვენ

    166
    SHARE

    დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში არსებულ 130-ე საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობლის ინფორმაციით  ეზოში არსებული ფეხბურთის სტადიონი, რომელიც წლებია დაზიანებულია, ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.მისივე თქმით, დაზიანებული საფარის გამო ბავშვები ხშირად იქცევიან და ზიანდებიან. მეორე მათგანი კი ამბობს, რომ თამაშის დროს, სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ მოუტეხავთ კიდურები. „როდემდე უნდა ზიანდებოდნენ ბავშვები?! ვიღაც ხელს იტეხს, ვიღაც ფეხს ასე გრძელდება წლებია. ათასი უბედურება ხდება, ვინმეს რამე რომ დაემართოს ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! “

    მშობლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის დირექციას არაერთხელ მიმართეს თუმცა, პრობლემა წლების განმავლობაში ისევ

    მოუგვარებელია.

    დაზიანებული რბილი საფარი და დარღვეული კედლები, ეს ის სურათია რაც „პრაიმტაიმს“ ადგილზე დახვდა. 130-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია კოპალიანი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დროს, სკოლის მოსწავლეებს ფიზკულტურის გაკვეთილები დაზიანებულ სტადიონზე არ უტარდებათ და თუ ვინმე სასწავლო პროცესის შემდეგ თამაშობს, ამაზე პასუხისმგებლობას სკოლა ვერ აიღებს.

    „ჩვენი სასწავლო დაწესებულება ჩასმულია ახალი სკოლის პროექტში. გამოყოფილია ნახევარი მილიონი ლარი, რითაც უნდა მოხდეს სკოლის კეთილმოწყობა. გაკეთდება სტადიონიც“ – განაცხადა მაია კოპალიანმა.

    წყარო: primetime.ge

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here