Home სხვადასხვა გართობა გრანდიოზული ცერემონია ტრუს დაბადების დღეზე

გრანდიოზული ცერემონია ტრუს დაბადების დღეზე

203
SHARE

ჰლოი კარდაშიანმა 1 წლის ქალიშვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა.  რამდენიმე დღის წინ, 34 წლის ბიზნესვუმენმა და კარდაშიანების ოჯახის შოუს მონაწილემ, საკუთარ ქალიშვილს – ტრუს, პირველი დაბდების დღე გადაუხადა.

დღესასწაული, ტელევარკვლავების ორგანიზაციით მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდნენ ჰლოის ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები და მისი ყოფილი შეყვარებული – 28 წლის ტრისტან ტომპსონი.

ტელეშოუს ვარსკვლავების ოჯახის ცერემონია, როგორც ყოველთვის გრანდიოზული იყო – ბავშვებისთვის უამრავი გასართობი საშუალებები და ბურთებით სავსე აუზი.

პორტალ People-ს ინფორმაციით, დღესასწაულს უამრავი ფერადი ბუშტი ამშვენებდა, რომლითაც მორთული იყო სახლი და ქუჩა. დაბადების დღეზე, ჰლოიმ დაახლოებით 8 ათასი დოლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ ჰლოი კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი, გასული წლის 14 აპრილს პირველად გახდნენ მშობლები – ტელევარსკვლავმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ტრუ დაარქვეს.

სამწუხაროდ, სასიხარულო ინფორმაცია ტრისტანის ღალატმა ჩაანაცვლა – სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც ტრისტანის საქციელი, ყველანაირ ზღვარს სცილდება – ის, ღამის კლუბში 3 ქალბატონთან ერთად ერთობა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here