Home განათლება თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას თაღლითობაში ადანაშაულებენ

თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას თაღლითობაში ადანაშაულებენ

488
SHARE

ზარინა ალიხანოვა თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან სწავლის საფასურის, 30  ათასი აშშ დოლარის, უკან დაბრუნებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ზარინა ალიხანოვასა და მისი შვილის  ინტერესების დამცველი ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სწავლის საფასურის მორიგი გაძვირებისას ზარინა ალიხანოვა იძულებული გახდა  შვილი კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაეყვანა, რის შემდეგაც აღმოაჩინა რომ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია განათლების სამინისტროსგან. ამის გამო,  მის შვილს ხუთი კლასის გამოცდების ხელახლა ჩაბარება და ერთი კლასით უკან დაბრუნება მოუწია.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სკოლის ხელმძღვანელობას, განმარტების გასაკეთებლად, მით უფრო როცა საკითხი არასრულწლოვანს ეხება, მაგრამ ისინი ქედღმაღლურად შეხვედრაზეც კი არ დაგვთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მათ ისედაც ბევრი მოსწავლე ჰყავთ და არ აინტერესებთ კონკრეტული პრობლემა”,- აცხადებს  ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო არასრულწლოვანი დღემდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის.

ზარინა ალიხანოვას მსგავსად, ჩივილს კიდევ რამდენიმე მშობელი აპირებს.

თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სკოლაა, სადაც სწავლის საფასური წელიწადში 7 ათასი აშშ დოლარიდან 12 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.

„პრაიმტაიმი“ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას დაუკავშირდა. სკოლის იურისტი მადონა ღიბრაძე აცხადებს, რომ მათ განათლების სამინისტროში ლიცენზიაზე განაცხადი მაშინვე შეიტანეს, როგორც კი ბრძანება ძალაში შევიდა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მისვლიათ.

ცნობისთვის, სკოლების ლიცენზირება სავალდებულო 2017 წლიდან გახდა.

 

წყარო: primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here