Home მედიცინა როგორ შევარჩიოთ ჭურჭელი ბავშვისათვის – “ის, რასაც არ ვითვალისწინებთ”…

როგორ შევარჩიოთ ჭურჭელი ბავშვისათვის – “ის, რასაც არ ვითვალისწინებთ”…

204
SHARE

მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს ურჩევს, როგორ შეარჩიონ ჭურჭელი ბავშვებისთვის:

ბოლო 30 წელიწადია, პლასტმასა აქტიურად შემოვიდა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში და ახლა ძნელად მოიძებნება სამზარეულო, სადაც ის არ არის. კონტეინერები, თეფშები, ჭიქები – მდგრადი, მსუბუქი და რაც მთავარია, იაფი.

ფურშეტებზე, ოფისებში, დეგუსტაციებზე, პიკნიკებზე ცხელი ჩაი და ყავა პლასტმასას ჭიქით, კერძები ერთჯერადი თეფშებით მიღებული ამბავია. ისიც, ქუჩაში თუ ბაზრობებზე მზის გულზე დადებული პლასტმასის ბოთლში ჩასხმულ სასმელს რომ ვიყიდით, მაცივარში გავაციებთ და გემრილად მივირთმევთ ზაფხულის მცხუნვარე დღეს.

ის, რასაც არ ვითვალისწინებთ არის შემდეგი – პლასტმასაში არსებული ტოქსიური ნივთიერებები სწრაფად გადადის ცხელ სითხესა და საკვებში. ასე, რომ ამ გზით გემრიელ საკვებ-სასმელთან ერთად ჩვენს წილ შხამსაც ვიღებთ.

თავიდანვე ვთქვათ – თავად პლასტმასა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის ინერტული მასალააა. მაგრამ იმისათვის, რომ შესაფერისი ფორმა, ფერი, მდგრადობა ან სულაც დრეკადობა მიიღონ, მწარმოებლები მასში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას ურევენ.

პლასტმასას 7 სახეობა არსებობს, რომელთაც ლათინური აბრევიატურებით და ციფრებით აღნიშნავენ. მათგან საკვები პროდუქტებისათვის კატეგორიულად მიუღებელია პოლივინილქლორიდის (PVC ანუ 3) და კომბინირებული პლასტმასის (აღინიშნება ციფრით 7) გამოყენება.

ის არ უნდა შეიცავდეს მელამინს, ტოქსიურ ნივთიერებას, რომელიც ცნობილი კანცეროგენია. გარდა ამისა, მელამინის შემცველი ჭურჭელის შეღებვა ან მასზე ნახატის დატანა უსაფრთხო საღებავით შეუძლებელია, რადგან ის ამ შემთხვევაში არამდგრადია და ჭურჭელს ადვილად სცილდება, ამიტომ მელამინის შეცველ პლასტმასას ტყვიისშეცველი საღებავებით ღებავენ, რაც კიდევ უფრო მეტ საშიშროებას სძენს ამ ჭურჭელს.

პლასტმასა არ უნდა შეიცავდეს ბისფენოლს, მძიმე ქიმიკატს, რომელიც გარდა ამისა, რომ კანცეროგენია, ორგანიზმში ესტროგენების ანუ ქალის ჰორმონის მსგავსად იქცევა, შესაბამისად, იწვევს გოგონების ნაადრევ მომწიფებას, უშვილობას, ჰორმონულ დარღვევებს.
განსკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა ბავშვისათვის განკუთვნილ ჭურჭელს ვირჩევთ.
შუშა და მაღალი ხარისხის ფაიფური უსაფრთხოა, თუმცა ადვილადმტვერავადი.
არსებობს ფსევდოფაიფურიც, თუმცა მის გამოყენებას არ გირჩევთ, ის შესაძლოა მელამინს შეიცავდეს.

პლასტმასის ჭურჭელი ბავშვისათვის ყველაზე მოსახერხებელია, რადგან მდგრადია, არ იმტვრევა ადვილად, თუმცა პლასტმასა საიმედო უნდა იყოს. გარდა ამისა, მას არ აქვს ფორები, როგორც , მაგალითად , ხის ჭურჭელს და შესაბამისად, არ გროვდება ბაქტერიები.

აფთიაქები, მარკეტები, ბაზრობები მრავალფეროვან, ფერად პროდქუციას გვთავაზობენ, თუმცა უმჯობესია არჩევანი სერტიფიცირებულ, მაღალი ხარისხის პროდუქტზე გავაკეთოთ.
საკვებად შეარჩიეთ თეფში, რომელიც სპეციალური სამაგრით ადვილად უმაგრდება მაგიდას, რაც გამორიცხავს მის სრილს, სჯობს შედარებით ღრმა იყოს, რომ პატარა ონავარმა ადვილად არ დაღვაროს თხიერი საკვები.

ამავდროულად შეარჩიეთ ისეთი თეფში, რომელიც ზუსტად ბავშვისათის გათვლილ ულუფას იტევს, რასაც ჩვეულებრივ მიირთმევს და შესაბამისი დანაყოფიც აქვს. ასე უფრო ადვილად შესძენთ მას ჩვევას, სრულად მიირთვას განკუთვნილი ულუფა.

ძალიან მოსახერხებელია თეფში რამდენიმე განყოფილებით. ამგვარად პატარას უკვე ეცოდინება, რომ მას ერთ ჯერზე რამდენიმე სახის საკვების მიღება მოუწევს და რიგ-რიგობით ყველა უჯრა უნდა ამოასუფთაოს.

უპირატესობა მიანიჭეთ ლამაზნახატიან, მიმზიდველ თეფშებს, პატარებსაც უყვართ ლამაზი ჭურჭელი, საიდანაც უფრო სიამოვნებით იღებენ საკვებს.
ცნობილი მწარმოებლები ამგვარი ჭურჭლის შექმნაზე ბავშვთა ფსიქოლოგებთან თანამშრომლობენ.

როცა ჩანგლისა და კოვზის არჩევაზე მიდგება საქმე, დრეკად პლასტმასისგან დამზადებული პროდუქტი შეიძინეთ, რომელსაც ხაოიანი ტარი აქვს და პატარას ხელიდან არ გაუცურდება ადვილად.

ალბათ შეგინიშნავთ, დამოუკიდებლად კვებისას ბავშვს თავდაპირველად კოორდინაცია უჭირს და საკვებით სავსე ჩანგალი თუ კოვზი ხან ლოყისკენ მიაქვს, ხან ნიკაპისკენ, ხანაც ღრძილებისაკენ. ამიტომ გაითვალისწინეთ, ჩანგალს არ უნდა ჰქონდეს ბასრი დაბოლოებები, მისი კბილები მომრგვალებული უნდა იყოს, რათა ბავშვმა შემთხვევითი დაზიანებები არ მიიყენოს. ამავე მიზეზის გამო კოვზსაც მომრგვალებული კიდეები უნდა ჰქონდეს.
როცა საქმე ჭიქიდან დალევაზე მიდგება, შეარჩიეთ ჭიქა, საიდანაც წყალი სპონტანურად არ იღვრება, თუმცა პატარას სპეციალური მოწყობილობის წყალობით უსაფრთხოდ დალევა შეეძლება. ამ გზით ის საწრუპის გარეშე მარტივად ისწავლის ჭიქიდან სითხის სმას.

საბავშვო პლასტმასა აუცილებლად თერმომდგრადი უნდა იყოს. მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ მასში +უკვე მზა, გაგრილებული საკვები უნდა ჩაასხათ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here