Home სხვადასხვა “ტამბო”- მესამე კლასის ჟღალი დირექტორია

“ტამბო”- მესამე კლასის ჟღალი დირექტორია

134
SHARE

თურქეთის ქალაქ იზმირში საოცარი ისტორია უკვე მეორე წელია გრძელდება. გასულ წელს დაწყებით სკოლას ქუჩის ჟღალი კატა ესტუმრა. ბავშვებმა მასზე მზრუნველობა დაიწყს – კვებავდნენ, ეთამაშებოდნენ და კატაც სულ უფრო ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. ფუმფულა ცხოველს განსაკუთრებით მოსწონდა მესამე კლასელ ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე ყოფნა. სკოლის თანამშრომლებმა კატა პარაზიტებზე დაამუშავეს. ბავშვებმა მას ტამბო დაარქვეს.

მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ თუ კატა გაკვეთილზე იყო, მოსწავლეები გაცილებით მშვიდად და ფრთხილად იქცეოდნენ. გარდა ამისა, ისინი აღარც ხმაურობდნენ და ყვიროდნენ, რათა ტამბო არ შეეშინებინათ.

სკოლის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კატა გაკვეთილებზე თავდაჭერილად იქცეოდა. ზოგჯერ ბავშვებს წიგნის გადაფურცვლაშიც ეხმარებოდა და მასწავლებლებს ყურადღებით უსმენდა. მოსწავლეები იგონებენ ისტორიებს და აკეთებენ პრეზენტაციებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ტამბოა, თუმცა მშობლებს შორის მოიძებნა ისეთი ადამიანი, რომელსაც სკოლაში კატის არსებობა არ მოეწონა. მან საჩივარი დაწერა, რის შემდეგაც სკოლის თანამშრომლებმა ტამბოსთვის ახალი პატრონი მოძებნეს.

ჟღალი კატა 3 დღე არ დადიოდა სკოლაში. ის მთელი დღე თავისი ახალი სახლის ფანჯარასთან მოწყენილი იჯდა, არ ჭამდა და არც წყალს სვამდა, ბავშვები კი ტიროდნენ, რადგან ტამბო ძალიან ენატრებოდათ.

სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და ტამბო ოფიციალურად გააფორმა შტატიან თანამშრომლად. ცხოველს გაუხსნეს პირადი საქმე, რომელსაც დაურთეს სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია ტამბოს აცრები და მონაცემები მისი ჯანმრთელობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოთვლილია მისი ვალდებულებები სამუშაო დროს.

ტამბოს დაბრუნება ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მშობელმა, რომელმაც ცხოველის შესახებ საჩივარი დაწერა, ოფიციალურად ბოდიში მოიხადა კატისა და მთელი სკოლის წინაშე, ხოლო შემდეგ ფუმფულა ბინადარს ლამაზი საყელური აჩუქა.

სკოლის ადმინისტრაციამ შინაგანაწესში სახალისო წესი ჩართო – მოსწავლეს, ვის რვეულზეც ტამბო დაწვება, კანონიერი უფლება აქვს, გაკვეთილზე არ დაწეროს. ამის შესახებ სკოლის ჟურნალში სპეციალური აღნიშვნა კეთდება.

ამჟამად ტამბო კვლავ სტუმრობს მესამე კლასს და მას ხუმრობით მესამე კლასის ჟღალ დირექტორსაც უწოდებენ.

წყარო: zooclub.ambebi.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here