Home სხვადასხვა შემზარავი დანაშაულის ხუთი რეალური ისტორია – სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

შემზარავი დანაშაულის ხუთი რეალური ისტორია – სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

209
SHARE

როგორ შეიძლება მიხვდეთ, რომ ბავშვზე იძალადეს და როგორ უნდა მოიქცეთ ამის შემდეგ:

მართალია, ხშირად ამაზე ბავშვები არ ლაპარაკობენ, მაგრამ სექსუალური ძალადობა იმდენად მძიმე ტრავმაა, რომ ის სადღაც მაინც ვლინდება. ბავშვი ხატვას იწყებს. ან მოულოდნელად ამ საკითხში მისი ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნას გამოავლენს.

პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს – ბავშვს უნდა დაუჯეროს. დაამშვიდოს და არ დაადანაშაულოს.

მნიშვნელოვანია ბავშვების თამაშებზე დაკვირვებაც: – თუ ორი 5 წლის ბავშვი ერთმანეთს იკვლევს და ცოლ-ქმრობანას თუ ექიმობანას თამაშობს, აქ საგანგაშო არაფერია. მაგრამ როდესაც იგივეს აკეთებს ხუთი წლის და მაგალითად, ცხრა წლის ბავშვი, ეს უკვე უნდა ვიკვლიოთ, აქ უკვე ჩნდება კითხვა ხომ არა აქვს რომელიმე მათგანს ძალადობის გამოცდილება წარსულში.

ასეთ შემთხვევაში „ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის კარგი თამაში, ისევე როგორც ცუდია ენის გამოყოფა ცხვირში თითის შეყოფა და ა.შ.“, – ამბობს ქეთი თავართქილაძე.

მშობლების საზრუნავი და ვალდებულებაა შვილის დარიგებაც, რომ არ გაუღოს კარი უცნობს; არ გამოართვას უცხოს საჩუქარი; არ გაჰყვეს მას სადმე. თუ ლიფტთან დგას უცნობი, დაელოდოს, როდის ავა ის და შემდეგ ისარგებლოს ლიფტით. თუმცა, ცხადია, უსაფრთხოების არც ეს წესებია სრული გარანტია, რომ ბავშვი დაცული იქნება.

ყველაზე მკაფიოდ ხელი ახსოვს. უფრო სწორედ, მის სხეულთან ხელის მიახლოება. ანასთვის ეს ბავშვობის ყველაზე საშინელი მოგონებაა. მოძალადე – ბიძა იყო: „თავიდან უბრალოდ ბურთი მომაწოდა“, მეუბნება. და მერე დაიწყო – „როგორც კი მარტო ვრჩებოდით, იცვლებოდა. თითქოს, როგორც ნათესავი, ისევ მეფერებოდა, რაც თავიდან არც ისე უსიამოვნო იყო, მაგრამ მერე…“. მერე ანა თითქმის ორი წელი ითმენდა და დუმდა. „არ გავუუპატიურებივარ, მაგრამ დღეს რომ ვფიქრობ, დიდი განსხვავება არ არის“. ბიძა ემუქრებოდა, რომ თუ ეს ამბავი გამჟღავნებოდა, ანა მთელი სიცოცხლე სირცხვილში გაატარებდა. გოგონა მაშინ 10 წლის იყო. ერთხელ ვეღარ მოითმინა და დედასთან ატირდა. ამ საქმეში არც პოლიცია ჩარეულა, არც ფსიქოლოგები. სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. ოჯახმა ჩუმად მოინელა ეს ამბავი. „მოვინელეთ თუ არა, ეგეც არ ვიცი ბოლომდე“, – გვითხრა ანამ. დღეს ის 30 წლისაა.

ამბავი #2(ნამდვილი ამბავი)

ბიჭი 5 წლისა იყო, როდესაც მამამ მასთან პირველად დაამყარა სექსუალური კავშირი. მას შემდეგ მამა შვილზე სამი წელი ძალადობდა. 8 წლისამ ამ ამბით მანიპულირება დაიწყო – მამას ემუქრებოდა, რომ თუ ველოსიპედს არ უყიდდა, სიმართლეს იტყოდა. თუ ტყავის ბურთს არ უყიდდა, ალაპარაკდებოდა. ერთხელაც, როდესაც მამამ შვილის სურვილები ვეღარ აასრულა, ბიჭმა დუმილი დაარღვია. წლების შემდეგ, როდესაც 14 წლისა გახდა, ის ისევ მოექცა ფსიქოლოგების თვალთახედვის არეში – უკვე როგორც მოძალადე: სკოლაში, პირველკლასელ ბავშვზე ძალადობდა.

ამბავი #3(ნამდვილი ამბავი)

ფეხბურთის მწვრთნელი ოთხ პატარა ფეხბურთელზე რომ სექსუალურადძალადობდა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც წლების მერე, ერთ -ერთმა ბიჭმა კატეგორიულიად გააპროტესტა თავისი უმცროსი ძმის ფეხბურთზე მიყვანაზე. როდესაც ძალადობის ამბავი გამოაშკარავდა, აღმოჩნდა, რომ მწვრთნელი ბავშვებს არწმუნებდა თუ გინდათ რომ კარგი ფეხბურთელები გამოხვიდეთ რიტუალი უნდა ჩავატაროთო. მწვრთნელი ბავშვებს მის სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდებას აიძულებდა.

ამბავი#4 (ნამდვილი ამბავი)

10 წლის ობოლ გოგოს ალკოჰოლზე დამოკიდებული ბებია ზრდიდა. მას სასმლით მეგობარი კაცი ამარაგებდა. როცა ბებია იძინებდა ან თვრებოდა, კაცი გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. ბებიამ ეს ამბავი იცოდა, მაგრამ მალავდა. ამბავი რომ შეენიღბა, გოგონა კაცს მოანათლინა. მოძალადისთვის შვილიშვილის დათმობას თავისი საფასული ჰქონდა – სასმელი და კომუნალური გადასახადები.

ამბავი #5 (ნამდვილი ამბავი)

მშობლები დაშორდნენ. დედა მუშაობდა და იძულებული იყო ხოლმე, 7 წლის ნიკო სკოლის შემდეგ ცოტა ხნით ბაბუასთან დაეტოვებინა. სახლში მხოლოდ ბაბუა და შვილიშვილი რჩებოდნენ. საღამოობით ბაბუა პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდა. ბავშვიც გვერდით ეჯდა. ამბავი მას შემდეგ გამჟღავნდა, როცა ბიჭმა სკოლაში ფილმებში ნანახი სცენების მოყოლა დაიწყო.

 

მოძალადე, შეიძლება, შენი შვილის გვერდითაა

ხშირად მშობლები ამას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, ამ თემაზე ჩატარებული კვლევები და სტატისტიკა ადასტურებს, რომ უმრავლეს შემთხვაში, ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი კარგად იცნობენ და ენდობიან.

ხშირად ეს ძალადობა შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ფსიქოლოგები ასეთ მოძალადეებს „სიტუაციურ მოძალადეებსაც“ უწოდებენ. ისინი, როგორც წესი, იშვიათად მიმართავენ ძალას და ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას მათი ცდუნებით, მოტყუებით, მოფერებითა და საჩუქრებით ახერხებენ.

უმრავლეს შემთხვევაში, მოძალადე კაცია. მოძალადეების მხოლოდ 2%-ა ქალი. თუმცა ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი, უფრო მაღალია. ამის მიზეზი მარტივია: საზოგადოებისთვის, ქალი – ბავშვის გვერდით, ნაკლებ ეჭვს აღძრავს.

როგორი იქცევა ძალადობის მსხვერპლი ბავშვითუ ის მხოლოდ 7-8წლისაა?

ის ხშირად ვერ აცნობიერებს, რა ხდება. გრძნობს, რომ რაღაც დამალულ ურთიერთობებში მონაწილეობს, რომ ეს ურთიერთობა სასირცხვილოა და თავი დამაშავე ჰგონია. ამიტომ, ძირითადად, დუმს. ხშირად ბავშვს მოძალადე ემუქრება, რომ არ გათქვას. ბავშვს ეშინია, რომ მას არ დაუჯერებენ და დამნაშავის სკამზე თავად აღმოჩნდება. შიშის გამო ისეც ხდება, რომ ბავშვი თავად იცავს მოძალადეს.

ისინი მშობლებს იშვიათად გაენდობიან ხოლმე. ფსიქოლოგები, საკუთარ გამოციდლებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ თუ მოძალადე – მამაა, საიდუმლო უფრო დიდხანს იმალება. ეს რომ დედამ გაიგოს? და შიში კიდევ უფრო ძლიერდება.

2007 წელს UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული „ბავშვთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის“ მონაწილე 1050 ბავშვიდან 177-მა თქვა, რომ მას ზოგჯერ ან მრავალჯერადად განუცდია სქესობრივი შეურაცხყოფა და ძალადობა.

2013 წლის გამოკვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 90%–ზემეტს არ სჯერარომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებიშეიძლება იყვნენ მშობლები ან ოჯახის წევრები.

უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ უცხო პირებმა (42% ), ნაცნობებმა და ოჯახის მეგობრებმა (35%).მშობლების მხრიდან ასეთი ძალადობის შესაძლებლობა დაუშვა მხოლოდ 5%–მა, ხოლო ოჯახის სხვა წევრების მხრიდან – 10%– მა.

სახალხო დამცველი ბოლო, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ – მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველო შეუერთდა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს ამ ეტაპამდე არასათანადოდ ასრულებს.

სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციისა და დახმარების ეფექტიანი ეროვნული სისტემა და მსხვერპლთა დახმარების სათანადო მექანიზმები. სარეაბილიტაციო სერვისის არსებობა , მთავრობის მიმართ, სახალხო დამცველის აპარატის უცვლელი მოთხოვნა და რეკომენდაციაა.

„ამ ბავშვებს საერთოდ ვერაფერს ვთავაზობთ გარდა იმისა, რომ დროებით ვაშორებთ მოძალადეს. ის ფაქტობრივად რჩება იმავე ძალადობრივ გარემოში. მაგალითად რომ ავიღოთ, ბავშვებზე სექსულაური ძალადობის მხრივ ძალიან მძიმეა ვითარებაა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, სადაც, როგორც წესი, სწორედ ასეთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გადაჰყვთ ხოლმე. ისინი იქ ან თავად აგრძელებენ სხვებზე ძალადობას, ან ისევ თავად ხდებიან სხვების მსხვერპლნი – გააჩნია მათ ასაკს“. –ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ომბუდსმენის აპარატის ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი

თუ სახალხო დამცველის სახელზე შესულ საჩივრებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვთა მიმართ ძალადობის უჩივიან: თუ 2012 წელს, ომბუდსმენის სახელზე ბავშვთა უფლებების დარღვების გამო 92 საჩივარი შევიდა. 2018 წელს – ამავე შინაარსის საჩივრების რიცხვი 776-მდე გაიზარდა.

 

წყარო: www.radiotavisupleba.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here