Home განათლება კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი გახდა

კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი გახდა

174
SHARE

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა.

განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსის გამარჯვებული სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე გახდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო- ტიხრული მინანქრით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი და სპონსორთა მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.

კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიის მიერ შეირჩა 5 საუკეთესო მონაწილე. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

თითოეულ საგანში საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე დაგეგმილია კონკურსი „წლის დაუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here