Home განათლება რუსუდან ტყემალაძე: ეს არის ამბიციური, საუნივერსიტეტო ტესტი…

რუსუდან ტყემალაძე: ეს არის ამბიციური, საუნივერსიტეტო ტესტი…

73
SHARE

უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება. გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელის, რუსუდან ტყემალაძის განცხადებით: წელს მაქსიმალური ქულის რაოდენობა 90-ის ნაცვლად 80 იქნება.

“ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში ორი წერითი დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა“ – განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა სწორი დროების გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

რაც შეეხება უცხო ენების გამოცდის დროს  2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდება.

 

წყარო:primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here