Home აღზრდა ტუჩები აუცახცახდა, თვალები აუწყლიანდა…

ტუჩები აუცახცახდა, თვალები აუწყლიანდა…

122
SHARE

„მასწ., ტუალეტში გავალ რა?“ – გივიკომ შუა გაკვეთილზე წამოიძახა, რასაც ჯერ კლასის ხითხითი მოჰყვა, შემდეგ კი მასწ-ის აღშფოთებული მზერა. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის, რომ გივიკო ერთი დაბდურა და სწავლაში ჩამორჩენილი ბიჭი იყო…

– აბა, შენ მითხარი, ლიზიკო, რას აკეთებ, როცა ტუალეტში გინდა? – ეს კითხვა ისე დაუსვა მასწავლებელმა ფრიადოსან, კლასის სიამაყე ლიზას, რომ „თავხედური კითხვის“ ავტორ გივიკოსთვის თვალი არ მოუშორებია.

მასწავლებელს ინტონაციაზე ეტყობოდა, რომ მისი სცენარით, ლიზიკოს ასე უნდა ეპასუხა: „ხელს ვიწევ და დაბალი ხმით ვითხოვ ნებართვას“.
ამით პედაგოგი, როგორც ჩანს, უფრო ზუსტი აღმზრდელობითი ეფექტის მოხდენას ვარაუდობდა.

მაგრამ ლიზიკო რატომღაც დუმდა და მასწავლებელს გაკვირვებული სახით მისჩერებოდა.

– აბა, მიდი, ლიზა, გელოდები, მიპასუხე; შენ რას აკეთებ, როცა ტუალეტში გინდა?

ლიზიკოს ტუჩები აუცახცახდა, თვალები აუწყლიანდა…
– ბოლოჯერ გეკითხები, – ლამის უკვე ყვიროდა მასწავლებელი, – შენ რას აკეთებ, როცა ტუალეტში გიინდაა?

ლიზიკომ ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და უპასუხა:
– ტრუსიკს ვიწევ, მასწ!!!

გაკვეთილი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა…

წყარო: funtime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here