Home აღზრდა “ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდეთ”- მამა პაისის დარიგებები

“ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდეთ”- მამა პაისის დარიგებები

1845
SHARE

მამა პაისი ათონელის დარიგებები ბავშვის დატუქსვის შესახებ:
მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ. ღამის სიბნელე კი სულს აუფორიაქებთ და იწყებენ ფიქრს, როგორ შეეწინააღმდეგონ მშობლებს, სამაგიერო როგორ მიაგონ. ეშმაკიც ერევა ამ საქმეში და შეიძლება ბავშვები სასოწარკვეთამდეც მივიდნენ. დღისით კი ბავშვები თამაშით ერთობიან და წყენაც ავიწყდებათ. 

ზოგიერთი ონავარი ბავშვი ყვირის, დარბის. მშობლებმა ისინი არ უნდა დასაჯონ?

– ამაში ხომ ისინი დამნაშავენი არ არიან. ბავშვები ნორმალურად რომ გაიზარდონ, საჭიროა ჰქონდეთ ეზო, სადაც თამაში შეეძლებათ. მრავალსართულიან სახლებში გამოკეტილ პატარებს არ შეუძლიათ თავისუფლად ინავარდონ. თუ პატარა ხალისიანია, ამან მშობლები არ უნდა შეაწუხოს, რადგან ასეთი ბავშვი შინაგანად ფლობს ძალებს, რომელთა სწორად გამოყენებით შეიძლება მომავალში ბევრ რამეს მიაღწიოს.

ძალდატანება უსარგებლოა. ძალდატანება ბავშვებს თრგუნავს. დაუსრულებელი შენიშვნები: – ამას ხელი არ ახლო, იქ არ წახვიდე, ეს გააკეთე, – აღიზიანებს. თოკი ხომ ისე უნდა მოსწიო, რომ არ გაწყდეს. ბავშვები გონივრულად უნდა ამხილო და ასე დაეხმარო შეცდომის შეცნობაში. სიყვარულით და გულისტკივილით უნდა აუხსნა, რა – არის მისთვის სასიკეთო და რა არა. თანაც არ უნდა დაუშვა, რომ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდეს…
დღეს აფორიაქებულ გარემოში

ვცხოვრობთ, უამრავ ბავშვს ჯანმრთელობა ერღვევა. სკოლასა და ქუჩაში უკიჟინებენ: – მშობლებს პატივს არ სცემთ, არავის არ სცემთ პატივსო. ამას ემატება დედის სურვილებიც, მკაცრად ეჭიროს შვილი ხელში.

ვურჩევ დედებს, ძალა ბავშვს კი არა, საკუთარ თავს დაატანონ და ილოცონ. თუ დედა შვილს უბრალო მოქმედებასაც კი უკრძალავს და ხშირად – უსამართლოდაც, მაშინ ბავშვი სერიოზული საფრთხისას არ დაუჯერებს მშობელს და თავს ხიფათში ჩაიგდებს

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here