Home მედიცინა 2000-მდე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის ანალიზის პასუხები ცნობილია

2000-მდე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის ანალიზის პასუხები ცნობილია

401
SHARE

ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოდან იტალიაში გაგზავნილი 2000-მდე ანალიზის პასუხი ცნობილია. გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ჩატარებულ კვლევის შედეგებს მოსახლეობას მომავალ კვირას გააცნობენ. თუ, გამოკვლეული ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მათ ოჯახებში სპეციალისტები ხელახალ კვლევას დაიწყებენ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტის თინათინ ბაუმის განცხადებით, თითოეულ ოჯახს, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო, შედეგებს კვლევაში ჩართულ ყველა ბენეფიციარს გაუგზავნიან.

როგორც თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, თუ ბავშვის სისხლში აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით ტყვია, ბავშვი, შესაბამისი კონსულტაციისათვის, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდება.

“ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგანაც მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ ამ კვლევის ფარგლებში ინდივიდუალურ შედეგებს მივიღებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის დაგეგმვა თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი. ეს კვლევა მხოლოდ საქართველოსთვის იქნა დაშვებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შესაბამისი უწყებების მოთხოვნით“, – განუცხადა თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა არის ტყვიის წყარო.

„იმ ოჯახებში, სადაც ტყვიის მაღალი მაჩვენებელი იქნება დადასტურებული, სხვადასხვა სპეციალისტით დაკომპლექტებული ჯგუფი ტყვიის წყაროს გამოკვლევისთვის შევა. მთავარია, დადგინდეს, რა არის მიზეზი“ – აცხადებს ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

„ეს არის პირველი, ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც საქართველოში ტყვიასთან დაკავშირებით ჩატარდა. მიღებული შედეგები მიმდინარე თვეს გამოქვეყნდება. მის მიხედვით, ყველა ოჯახში შევლენ ჩვენი ჯგუფები, სადაც მძიმე მეტალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ისინი შეისწავლიან სხვადასხვა ნივთებს, სათამაშოებს, წყალს, საკვებს, რომ ტყვიის წყარო მოშორდეს. პანიკის ს საფუძველი არ გვაქვს, თუმცა, ყურადღება საჭიროა“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 8 წლამდე 1500 ბავშვს ვენიდან სისხლის ანალიზი აუღეს. ნიმუშები გამოსაკვლევად იტალიის ჯანდაცვის ორგანიზაციაში გაიგზავნა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here