Home სიახლე უბედური შემთხვევა სოფელ წითელუბანში – 10 წლის გოგონა ძმამ თამაშის დროს ხეზე...

უბედური შემთხვევა სოფელ წითელუბანში – 10 წლის გოგონა ძმამ თამაშის დროს ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა

800
SHARE

უბედური შემთხვევა სოფელ წითელუბანში, 10 წლის გოგონა, რომელიც უმცროსმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა თამაშის დროს, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.

ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ და მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

,,გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დედამისი უმცროსი ძმის წამოსაყვანად საბავშვო ბაღში იყო წასული. ბავშვებმა თამაშისას თავსაფარი აუგდეს თურმე და ჩამოიტანას რომ ცდილობდა, მაშინ ჩამოვარდნილა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით. შეშინებული ბავშვების კივილზე მთელი უბანი გამოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ბაღაკაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here