Home მედიცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ რისკის ქვეშ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ რისკის ქვეშ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია

3230
SHARE

10 წლის გოგონას ფეხის ტერფებზე საშინელი ინფექცია დაემართა მას შემდეგ რაც საღორეში ფეხსაცმლის გარეშე შევიდა. პარაზიტები მის ფეხის ტერფებზე ქვიშიდან მოხვდნენ. ბრაზილიაში მომხდარ შემთხვევაზე dailymail-ი წერს.

ინფექცია ცნობილია, როგორც ტუნგიოზი და ის გამოწვეულია მცირე ზომის პარაზიტებისგან რომელსაც Tunga ჰქვია.

ეს პარაზიტი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და ინფექცია ძირითადად ღარიბ რაიონებში ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვიშის პარაზიტი კანზე მრავლდება და ძირითადად ტერფზე ბუდობს. პარაზიტი სისხლით იკვებება და იზრდება, იწვევს ქავილს, ანთებასა და ტკივილს. შედეგად კანის ზედაპირი ზიანდება და ინფექციები იჭრება, რაც შემდგომში მის დაჩირქებას იწვევს. პარაზიტები კანზევე მრავლდება და დაახლოებით 100 კვერცხს დებს, რომელიც მოძრაობსი შედეგად ისევ ნიადაგში ხვდება და იქ იჩეკება. სამი კვირის შემდეგ პარაზიტები კვდებიან და დაავადება რეგრესირებს.

იმ რაიონებში სადაც ღარიბი მოსახლეობა სახლობს, ამ დაავადების გავრცელების რისკი მაღალია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ რისკის ქვეშ დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია.

მკურნალობის მეთოდად ითვლება პარაზიტების ქირურგიული მოშორება და შემდგომ ანტიბიოტიკებით მკურნალობა. სწორედ ამ მეთოდით უმკურნალეს 10 წლის გოგონასაც.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here