Home მედიცინა 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა

2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა

72
SHARE

სახალხო დამცველმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა – როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა.

„დადებითად უნდა შეფასდეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (ხელოვნური აბორტი) რეგისტრირებული რაოდენობის კლებითი დინამიკა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ ციფრმა 24 308 შეადგინა. მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,” – ნათქვამია ანგარიშში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here