Home განათლება 9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს სიურპრიზი მოუწყვეს

177
SHARE

9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და მოისმინეს მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი.

როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილიქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.

შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კოსმონავტი.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაპირდა, რომ შეუძენს პერსონალურ კომპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი, სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

ამ ბავშვს აქ ის რაც სხვა ბავშვებს არააქვთ ამ დოზით ! რა საიდან როგორ არ ვიცი😯❤️

Posted by Ика Дзидзариа on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here