Home განათლება საჭირო ინფორმაცია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის

საჭირო ინფორმაცია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთათვის

235
SHARE

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემათ.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ თემის ინიციატორი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილია.

ამ  დრომდე მოქმედი რეგულაციით, პირველ ეტაპზე ბაგა-ბაღში პირველადი რეგისტრაციის უფლება ჰქონდათ მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

2019 წლის სექტემბრიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ჯგუფებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები დაემატება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here