Home მედიცინა ბავშვებში ფსიქოზი შესაძლოა, ჰაერის დაბინძურების დონესთან იყოს კავშირში

ბავშვებში ფსიქოზი შესაძლოა, ჰაერის დაბინძურების დონესთან იყოს კავშირში

91
SHARE

მოზარდები, რომლებიც საავტომობილო გზებთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, 40%-ით უფრო ხშირად იტანჯებიან ფსიქოზით. ამის შესახებ წერია კვლევაში წერია, რომელზეც სტატია The Times-მა მოამზადა.

მეცნიერების თქმით, ჰაერის დაბინძურება ქალაქად მცხოვრებ მოზარდებში ფსიქოზის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ორჯერ უფრო მეტად უწყობს ხელს დაავადების განვითარებას, ვიდრე სოფლად და ქალაქგარეთ მცხოვრებ მოზარდებში.

კვლევის ავტორების თქმით, ეს კვლევა მტკიცებით არ ამბობს იმას, რომ გამონაბოლქვის მავნე ნაწილაკები ფსიქოზს იწვევს, თუმცა ცნობილია რომ დაბინძურებულ ჰაერს ტვინსა და ფილტვებზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ბოლო კვლევის დროს მეცნიერებმა შეისწავლეს ინგლისსა და უელსში მცხოვრები 2232 მოზარდი. მათ ჰკითხეს, მაგალითად, ესმით თუ არ რაიმე ხმები ან გრძნობენ თუ არა რომ მათ უთვალთვალებენ. ასეთი “გამოცდილება” მოზარდების მესამედს აღმოაჩნდა.

სპეციალისტების თქმით, მოზარდებში, რომლებიც ცხოვრობენ გარემოში სადაც აზოტის ოქსიდის მაღალი დონეა, ფსიქოზის რეაქციების რისკი 72%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მოზარდებში რომლებიც ჰაერის დაბინძურების უფრო დაბალი არეალის ფარგლებში ცხოვრობენ.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here