Home აღზრდა „წესები კაცებისთვის, რომლებსაც გოგონები ჰყავთ“

„წესები კაცებისთვის, რომლებსაც გოგონები ჰყავთ“

148
SHARE

რჩევები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სამი გოგონას მამის დაკვირვების ნაყოფია. მშობელს ერთად მოუყრია მათთვის თავი და სახელად „წესები კაცებისთვის, რომლებსაც გოგონები ჰყავთ“ უწოდებია.

დიახ, ეს არის წესები ნამდვილი მამებისთვის. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და, თუ გნებავთ, თავადაც დაამატეთ რამე.

წესები გოგონების მამებისთვის:

მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უფროსი ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება შუათანა ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უმცროსი ქალიშვილი — მაშინაც კი, თუ ეს უაზრო ტიტინია. გამონახე დრო და ბოლომდე მოუსმინე ქალიშვილებს.

ყველა გოგონა ლამაზია. მიდი და, თუ მაგარი ხარ, არ გაუმეორო ეს მათ დღეში უთვალავმილიონჯერ.

შენ მამა ხარ. ნუ შეუცვლი ქალიშვილებს დედას. შენ შენი ფუნქციები გაქვს.

საერთოდ დაივიწყე მათთან ხმის აწევა. ნუ დააპროგრამებ მომავალ „სტერვას“. თუ მაინც აფეთქდი, მერე აუცილებლად მოუხადე ბოდიში — მშობლებიც ადამიანები არიან.

არ არსებობს ცოტა ან ბევრი სათამაშო. თუ ახლის ყიდვას გთხოვს, ორი ძველი სათამაშოს გაჩუქება შესთავაზე.

ყველა გოგონა პრინცესაა. ოჰ, გეამათ?! დაივიწყე სიამოვნება. ეძებე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით. ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა.

თუ უფროსი ქალიშვილი გირეკავთ, ნუ ფიქრობ, რომ მაინც და მაინც ფული უნდა გთხოვოთ. იქნებ, უბრალოდ, უფროსქალიშვილობა მოსწყინდა?

ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია. ის პატარაა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წლისაა), გარშემო კი უამრავი დიდი და საშიში რამეებია, რისგანაც მას დედიკოც კი ვერ დაიცავს. შენი ქალიშვილის სინაზე და სიყვარული — ეს გალაქტიკური მასშტაბის ენით აღუწერელი ფასეულობაა.

ყველგან თან მოგდევს, სადაც მიდიხარ — გარაჟშიც და თოვლის გადასახვეტადაც? მიეცი ორიოდე ჭანჭიკი და ქანჩი, ან პატარა ნიჩაბი და დარწმუნდები, რომ უფრო თავგამოდებული და დაუღლელი დამხმარის პოვნა შეუძლებელია.

შექმენი ტრადიცია: დაკეტე გარაჟის კარი (ან გაფცქვენი კარტოფილი, ან დაივარცხნე თმები აბაზანის შემდეგ) მხოლოდ ქალიშვილთან ერთად. თანაც ყოველთვის… ან თითქმის ყოველთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი საქმიანობაა.

გოგონამ უნდა იცოდეს, რომ მამა ყოველთვის დაიცავს. იქნება ეს საბავშვო ბაღში ჯგუფელ ბიჭუნასთან გამართული „ხელჩართული ბრძოლა“, თუ ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე საშიში უბნიდან შინ წაყვანის თხოვნა. გარჩევები — მერე. მთავარია დაცვა!!!

მოგბეზრდა არეულობა ოთახში? გადახედე ზემოთა წესს პრინცესის შესახებ, გარდაქმენი გოგონა კონკიად და ერთად შეუდექით წესრიგის დამყარებას — ოღონდ შენ მინიმალურად ჩაერიე.

ნუ დაიკაპიწებ ხელებს სტომატოლოგებისა თუ ლაბორატორიის ექთნების გასალახად. გახსოვდეს, რომ მათ შენი ქალიშვილისთვის სიკეთე სურთ. აუხსენი ეს შენს პრინცესებს. ქალის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ექიმი არსებობს — იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მამაკაცის ცხოვრებაში.

ყველა გოგოს აქვს უფლება, გავიდეს საზოგადოებაში მხოლოდ მამასთან ერთად — წავიდეს თუნდაც ცირკში… შენ რომ ცირკს ვერ იტან, ეს არავის აინტერესებს.

დედა არასდროს ცდება. ცდებით თქვენ ორივე, ან ყველა ერთად. „ჩვენ“ — ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

გიყვარს სამსახურის მერე დივანზე გორაობა და ფეხბურთის ყურება? მაშინ „შესვი“ შენი გოგონები ფეხბურთზე. წარმოდგენა არ გაქვს, რა საოცარია ქალი-გულშემატკივარი გვერდით. თანაც, მეორე ტელევიზორის ყიდვაც აღარ მოგიწევს.

ყველა გოგონას აქვს ტირილის უფლება — ისე, უმიზეზოდ ტირილისა და მერე შენ გამოსასვლელ პერანგზე ცრემლებისგან აზელილი კოსმეტიკის შეწმენდისა. თუ გოგონა შენთან სატირლად არ მორბის, ესე იგი, რაღაც ისე ვერ არის. ისტერიკისთვის ცალკე კუთხე გამოყავით და ასეც დაარქვით: „საწუწუნო კუთხე“. იცოდეთ, რომ არავის უყვარს სპეციალურ ადგილზე ისტერიკის მოწყობა. ეს ფაქტია.

შეთხზე საკუთარი მრავალსერიანი ზღაპარი, გამოიგონე გმირები და დაიმახსოვრე ის მთელი ცხოვრება.

შენი გოგონა უთხელესი ბროლისგან არ არის დამზადებული. მასაც აქვს ბატუტზე ხტომის, გაყინულ ტბაში ბანაობისა თუ მუხლების გადაყვლეფის უფლება.

ჩამოაყალიბეთ „საკუთარი“ წესები. მაგალითად, გზაზე ქალიშვილი მხოლოდ მამასთან ხელჩაკიდებული უნდა გადავიდეს, რათა „მამა არსად გაიქცეს და თანაც ყველამ დაინახოს, რა ლამაზი გოგო ჰყავს მამას“; ან „ნამცხვარი გემრიელი არ გამოვა, თუ ოჯახის პატარა წევრები ღუმელს მიეკარებიან“; ან „მამლაყინწა სხვადასხვაფრად იმიტომ უნდა გავაფერადოთ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ“.

ყველაზე ფასეული — ეს მცდელობაა. თუ გოგონა ჯერ კიდევ ვერ ხატავს კარგად, მაგრამ ცდილობს, აუცილებლად შეაქე სწორედ მცდელობის გამო. პატივისცემით (და არა პირფერულად) დაანახე, როგორ უნდა იმოძრაოს ზრდის ვექტორზე. პირფერობა და ტყუილი ერთი და იგივეა.

„ეს მინდა ჩავიცვა, ეგ კი არა!“ ჰოდა, ჩაიცვას, თუ, რა თქმა უნდა, ამინდი ამის საშუალებას იძლევა.

კაცებო, ნუ შეეცდებით გაიგოთ, რანაირად ახერხებს 4 წლის გოგონა თავისით გაერკვეს თხუთმეტი „პოდიუბკისა“ და ექვსი ტოპ-მოსასხამ-პელერინისგან შემდგარ სამოსში. ერთხელ ვცადე დახმარება, მაგრამ მივხვდი, რომ გოგონების ინსტიქტების წინააღმდეგ ვერ წახვალ. აი, შესაკრავების ამბავში კი შეგიძლიათ დაეხმაროთ. ეს ჩაცმის პროცესს აჩქარებს. თანაც, პრინცესაც კმაყოფილი დაგრჩებათ — იმიტომ რომ უვლით და ზრუნავთ მასზე.

არასდროს გათქვა საიდუმლო, რომელსაც ქალიშვილი გაგიზიარებს, მაშინაც კი, თუ პრინცესა თავად მოსდებს ამ ამბავს ქვეყანას.

ვინ გითხრა, რომ ყვავილები მხოლოდ მეუღლეს უნდა აჩუქო?!.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here