Home აღზრდა დედა ეძებს ძიძას, რომელიც „დისნეის“ პრინცესების ფორმაში გამოეწყობა

დედა ეძებს ძიძას, რომელიც „დისნეის“ პრინცესების ფორმაში გამოეწყობა

291
SHARE

ინგლისელი ქალბატონი ჰერტფორდშირიდან, თავისი 5 წლის ტყუპი გოგონებისთვის ძიძას ეძებს.

დედას განსაკუთრებული პირობები აქვს: ბავშვებთან მუშაობის დროს, ძიძა ყოველდღე „დისნეის“ სხვადასხვა პრინცესის ფორმაში უნდა იყოს გამოწყობილი და მათ როლში შევიდეს.

ინგლისელმა ქალბატონმა განცხადება ბავშვთა მოვლის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

განაცხადში ნათქვამია, რომ ძიძას ნახევარ განაკვეთზე მოუწევს მუშაობა. პრინცესის სამოსში გამოწყობილმა მომვლელმა, კვირაში 4 დღე, ბავშვები სკოლიდან უნდა გამოიყვანოს, „დისნეის“ პრინცესების თემატიკის თამაშები და აქტივობები დაგეგმოს და ტყუპები ამით გაართოს. გარდა ამისა, ძიძას საჭმლის მომზადება და, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების დაძინებაც ევალება.

როგორც დედა განმარტავს, მისი ქალიშვილები განსაკუთრებულად არიან შეყვარებული „დისნეის“ პრინცესებზე და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here