Home განათლება “განათლების სამინისტრომ აბიტურიენტების რეგისტრაციის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთება გამოთქვა”

“განათლების სამინისტრომ აბიტურიენტების რეგისტრაციის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთება გამოთქვა”

466
SHARE

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობა, შესაძლოა, დაანონსებულ სიახლეებს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს აბიტურიენტებს 4-ის მაგივრად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების სამინისტრომ აბიტურიენტების რეგისტრაციის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებლის გამო შეშფოთება გამოთქვა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა. გუშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა თავისი ვერსია შემომთავაზა, რომელიც შესაძლოა ახლოს იყოს სიმართლესთან და პასიურობის რეალურ მიზეზთან: აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე საერთოდ არ გავა, ერთ წელს მოიცდიან, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები. დავიჯერო ამ რისკებზეც არ იფიქრა სამინისტრომ?“, – წერს გერსამია.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here