Home მედიცინა FDA-მ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პირველი წამალი დაამტკიცა

FDA-მ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პირველი წამალი დაამტკიცა

263
SHARE

ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა მშობიარობის ყველაზე ხშირი გართულების, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის წამალი – ბრექსანოლონი. 

ამჟამინდელ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, რომლებსაც ეფექტის მისაღწევად 2-4 კვირა სჭირდება, ახალი წამალი ძალიან სწრაფად, 48 საათში მოქმედებს.

ექსპერტების თქმით, ახალი წამალი უზრუნველყოფს მყისიერ შვებას დედებისთვის, რომლებიც დეპრესიისგან იტანჯებიან. მშობიარობის შემდგომი დეპრესია აშშ-ში შვიდიდან ერთ ქალს ემართება.

“მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული მდგომარეობაა, თუ ის მძიმეა, სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს” – ამბობს ტიფანი ფარქიონე, FDA-ს ფსიქიატრიული პროდუქტების განყოფილების დირექტორი.

ბრექსანოლონს, რომლის საბაზრო სახელწოდებაც ზულრესო იქნება, გარკვეული შეზღუდვები აქვს. ის გადასხმით უნდა გაკეთდეს 60 საათის განმავლობაში, რა დროსაც დედა სამედიცინო ცენტრში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რადგან მკურნალობის გვერდითი მოვლენა თავბრუსხვევა და გულის წასვლა შეიძლება იყოს.

გადასხმა ძვირი იქნება, საშუალოდ $34,000, რასაც მომავალში, ექსპერტების თქმით, დაზღვევა დაფარავს. მსგავსი მოლეკულის შემცველი აბი, რომელიც კვლევის ფაზაშია, უფრო ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის. აბს დასამტკიცებლად რამდენიმე წელში წარადგენენ.

“აქამდე არ არსებობდა FDA-ს მიერ დამტკიცებული ანტიდეპრესანტი მშობიარობის შემდგომი დეპრესიისთვის, პირველი წამლის დამტკიცება გარღვევაა პაციენტებისთვის.”- ამბობს კრისტინა დელიგიანიდისი, ნიუ-იორკის ქალების ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here