Home სხვადასხვა “წყვილს კიდევ ერთი საოცარი სიახლე ელოდა – ცოლმა ღიმილით უპასუხა: “კი, ერთი...

“წყვილს კიდევ ერთი საოცარი სიახლე ელოდა – ცოლმა ღიმილით უპასუხა: “კი, ერთი ბიჭია…”

209
SHARE

სარა და ენდი ჯასტინებმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს და მალე იქორწინეს კიდეც, თუმცა ოჯახურ იდილიას ერთი გარემოება არღვევდა – სარა ვერ ფეხმძიმდებოდა. ექიმებმა თითქოს დააიმედეს წყვილი – სარას შეეძლო შვილის ყოლაზე ფიქრი, ოღონდაც მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების გზით.

რადგან ეს პროცედურა საკმაოდ ძვირი ჯდება და თანაც, ექიმებმა გააფრთხილეს, რომ ამ შემთხვევაშიც დაორსულების შანსი მხოლოდ 10% იყო წყვილმა ვერ გარისკა თანხის გადახდა და შვილის აყვანა გადაწყვიტა.

მალე იპოვეს ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ბავშვის თავშესაფარში ჩაბარებას გეგმავდა. ჯასტინები შეუთანხმდნენ, რომ მაშინვე იშვილებდნენ ამ ბავშვს.

თუმცა მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ერთი კი არა, სამი ბავშვი გაჩნდებოდა. როგორც ჩანს, გოგონამ ეს ადრევე იცოდა, მაგრამ ჯასტინებთან შეეშინდა ამის აღიარება. მას ეშინოდა, რომ წყვილი არ მოისურვებდა ერთდროულად სამი ბავშვის შვილად აყვანას.

თუმცა სარა და ენდი ამ ამბავს აღტაცებით შეხვდნენ. გადაწყვიტეს, რომ ბედის საჩუქარი იყო – ჯერ ერთიც არ ჰყავდათ, ახლა კი უცებ სამს ელოდნენ.

მშობიარობა ნაადრევი იყო, თუმცა ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. შედეგად, ბედნიერ ოჯახს ვაჟი ჯოელი და გოგონები – ჰანა და ელიზაბეტი შეემატნენ.

თუმცა ამით არ დამთავრებულა ეს ამბავი. სულ მალე წყვილს კიდევ ერთი საოცარი სიახლე ელოდა – აღმოჩნდა, რომ ყველა პროგნოზის მიუხედავად, სარა დაორსულდა!

პირველივე გამოკვლევაზე აღელვებულმა ენდიმ ცოლს ჰკითხა: “აბა, რაო, ბიჭია?” ცოლმა კი მცირე პაუზის შემდეგ ღიმილით უპასუხა: “კი, ერთი ბიჭია…”

სარა ტყუპზე იყო ორსულად – ქალ-ვაჟს ელოდა. ბიჭს ენდრიუ დაარქვეს, გოგონას – ებიგეილი.

“ეს მართლა დაუჯერებელია. ჯერ კიდევ შარშან კვლავაც ვოცნებობდით ბავშვებზე, ახლა კი უკვე ხუთი გვყავს”, – არ მალავდა სიხარულს სარა.

რა თქმა უნდა, ხუთი ბავშვი გაზრდა იოლი არ არის, მარტო პამპერსები კვირაში სამასამდე უნდათ, სარას და ენდის კი აღარც ახსოვთ, სამ საათზე მეტ ხანს როდის ეძინათ. მაგრამ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანებად გრძნობენ თავს.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here